იო (თანამგზავრი)
იო ![]() | ||||
---|---|---|---|---|
![]() იუპიტერის თანამგზავრის იოს ფოტო, გადაღებული კოსმოსური აპარატის გალილეოს მიერ 1999 წელს | ||||
ეპონიმი | იო (ძვ. ბერძნ. Ἰώ) | |||
სხვა სახელები | იუპიტერ I | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | გალილეო გალილეი | |||
აღმოჩენის თარიღი | 8 იანვარი, 1610 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
პერიაფსიდა | 000 კმ 420 | |||
აპოაფსიდა | 400 კმ 423 | |||
ორბიტის საშუალო რადიუსი (r) | 700 კმ 421 | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.0040313019 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
137786 დღე 1.769 | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 17.334 კმ/წმ | |||
დახრილობა (i) |
0.05° (იუპიტერის ეკვატორთან) 2.213° (ეკლიპტიკის მიმართ) | |||
ვისი თანამგზავრია |
იუპიტერი (გალილეისეული) | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 3660×3637.4×3630.6 კმ | |||
საშუალო რადიუსი | 821.6±0.5 კმ 1 | |||
მოცულობა (V) | 9064907×1010 კმ³ 2.531 | |||
მასა (m) | 938×1022 კგ 8.931 | |||
საშუალო სიმკვრივე () | 3.528 გ/სმ³ | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) |
502844 მ/წმ² 1.796 | |||
ბრუნვის პერიოდი (T) | სინქრონული | |||
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () | 268.05° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () | 64.50° | |||
ალბედო | 0.63±0.02 | |||
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე | 5.02 | |||
კუთხური დიამეტრი | 1.2 არქწამი | |||
ტემპერატურა | ||||
| ||||
ზედაპირის ტემპერატურა |
| |||
| ||||
ატმოსფერო | ||||
ატმოსფერული წნევა | 0.5-4 მპა (×10−9- 4.93×10−8 ატმ.) 3.95 | |||
შემადგენლობა | 90% გოგირდის დიოქსიდი | |||
იო ![]() |
იო[1] (ძვ. ბერძნ. Ιώ), იუპიტერ I (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის გალილეისეულ თანამგზავრთა ჯგუფში. იგი იუპიტერის სინქრონულად მბრუნავი რეგულარული თანამგზავრია.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იო აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს, მისი ისტორიაში პირველი ტელესკოპის მეშვეობით. თანამგზავრის აღმოჩენაზე პრეტენზიას ასევე აცხადებდა გერმანელი ასტრონომი სიმონ მარიუსი, რომელიც იოს 1609 წელს აკვირდებოდა, თუმცა ეს აღმოჩენა დროულად ვერ გამოქვეყნდა.
სახელწოდება „იო“ შემოთავაზებული იქნა სწორედ მარიუსის მიერ 1614 წელს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა. გალილეიმ მის მიერ აღმოჩენილი ოთხი თანამგზავრი „მედიჩის პლანეტებით“ მოიხსენია და მათ მიმდევრობის მიხედვით ნომრები მიუჩინა. იო აღინიშნებოდა, როგორც იუპიტერის პირველი თანამგზავრი. სახელწოდება „იო“ საყოველთაო მხოლოდ XX საუკუნის შუა წლებიდან გახდა.
თანამგზავრის სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიდან, ზევსის სატრფოს იოს სახელიდან.
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იოს ორბიტა მდებარეობს იუპიტერის ცენტრიდან 421 700 კმ-ში და ღრუბლების ზედა ფენიდან 350 000 კმ-ში. იო არის მეხუთე ყველაზე დაშორებული თანამგზავრი იუპიტერიდან და ყველაზე შიდა გალილეისეულ თანამგზავრებს შორის. მისი ორბიტა მდებარეობს თებესა და ევროპას შორის. იუპიტერის გარშემო სრული ორბიტის დასრულებას 42.5 საათი სჭირდება (საკმაოდ სწრაფი, რომ მისი მოძრაობა შესამჩნევი იყოს დაკვირვების ერთი ღამის განმავლობაში). იო ორბიტალურ რეზონანსშია 2:1 ევროპასთან და 4:1 განიმედესთან, ანუ ახერხებს იუპიტერის გარშემო ბრუნვას 2-ჯერ ევროპის ერთი შემობრუნებისას და 4-ჯერ განიმედის ერთი რევოლუციის დროს. ეს რეზონანსი ინარჩუნებს იოს ორბიტის ექსცენტრიულობას (0.0041), რაც არის თანამგზავრის მნიშვნელოვანი გეოაქტიურობის მთავარი მიზეზი.[2] ასეთი რეზონანსის გარეშე, იო-ს ორბიტა მომრგვალებული იქნებოდა მოქცევის აჩქარების გამო და თანამგზავრი ალბათ არ იქნებოდა გეოლოგიურად ისეთი აქტიური.
გალილეისეული სხვა თანამგზავრების მსგავსად, ისევე როგორც დედამიწის მთვარე, იო არის სინქრონული თანამგზავრი: მისი ერთ-ერთი ნახევარსფერო ყოველთვის იუპიტერისკენ არის მიმართული. ამაზეა დაფუძნებული იოზე გრძედების განსაზღვრის სისტემა. მთავარი მერიდიანი გადის იუპიტერისკენ მიმავალ წერტილში. თანამგზავრის ორბიტალური მოძრაობის მიმართულებით მიმართულ ნახევარსფეროს წამყვანი ნახევარსფერო ეწოდება, ხოლო მოპირდაპირე ნახევარსფეროს მამოძრავებელი ნახევარსფერო.[3]
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი დიამეტრი 3642 კილომეტრია, რის გამოც მას მეოთხე ადგილი უკავია თანამგზავრებს შორის მზის სისტემაში. იოს ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე საშუალო ოპოზიციაში 4.8-ია; პლანეტიდან საშუალო დაშორებაა — 421.6 ათასი კმ; გარემოქცევის სიდერული პერიოდი — 0.76914 დღე-ღამეა; დიამეტრი — 3642 კმ. გამოირჩევა მძლავრი ვულკანური აქტივობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 187.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Io profile at NASA's Solar System Exploration site
- Bill Arnett's Io webpage from The Nine Planets website
- Io overview from the University of Michigan's Windows to the Universe
- Calvin Hamilton's Io page from the Views of the Solar System website
- Paul Schenk's 3D images and flyover videos of Io and other outer solar system satellites
- High resolution video simulation of rotating Io by Seán Doran
- Catalog of NASA images of Io
- Galileo images of Io
- New Horizons images of Io
- Io through Different New Horizons Imagers
- Io global basemaps at the USGS Astrogeology Science Center based on Galileo and Voyager images
- Io nomenclature and map with feature names from the USGS planetary nomenclature page
- Interactive map of Io by Google Maps
- Io dynamo from educational website The Exploration of the Earth's Magnetosphere
- NASA's Stunning Discoveries on Jupiter's Largest Moons | Our Solar System's Moons
- The Conundrum Posed by Io's Minimum Surface Temperatures დაარქივებული 2021-07-15 საიტზე Wayback Machine.
- Io Mountain Database
- Cassini Observations of Io's Visible Aurorae at the USGS Astrogeology Science Center
- The Gish Bar Times, Jason Perry's Io-related blog
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ Peale, S. J.; et al. (1979). „Melting of Io by Tidal Dissipation“ (PDF). Science. 203 (4383): 892–894. Bibcode:1979Sci...203..892P. doi:10.1126/science.203.4383.892. PMID 17771724. S2CID 21271617. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 11 February 2020.
- ↑ Lopes, R. M. C.; Williams, D. A. (2005). „Io after Galileo“. Reports on Progress in Physics. 68 (2): 303–340. Bibcode:2005RPPh...68..303L. doi:10.1088/0034-4885/68/2/R02. S2CID 44208045.
|
|