თიონე (თანამგზავრი)

თიონე[1] (ძვ. ბერძნ. Θυώνη), იუპიტერ XXIX, S/2001 J 2 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თიონე აღმოაჩინეს 2001 წლის 11 დეკემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2001 J 2.[2][3]
თანამგზავრმა მიიღო საკუთარი სახელი 2003 წლის აგვისტოში სემელეს საპატივცემულოდ, ზევსის საყვარელი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.[4]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაიონი იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 20 940 000 კმ მანძილზე. 627 დღეში და 7 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0,229. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 148,5°-ია. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თიონის დიამეტრი საშუალოდ 4 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. ვარსკვლავიერი სიდიდე 22,3m.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ Sats OF JUPITER; XTE J0929-314; C/2002 C1. ციტირების თარიღი: 2009-06-22.
- ↑ MPEC 2002-j54 : eleven new satellites of jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-22.
- ↑ Satellites of Jupiter, Saturn, Uranus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-09. ციტირების თარიღი: 2009-06-22.
|
|