ევკელადე (თანამგზავრი)

ევკელადე[1] (ძვ. ბერძნ. Εὐκελάδη), იუპიტერ XLVII, S/2003 J 1 — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევკელადე აღმოაჩინეს 2003 წლის 5 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 1.[2][3][4] 2005 წლის 30 მარტს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა თანამგზავრს უწოდა ოფიციალური სახელი ევკელადე.[5]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევკელადა იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 23 661 000 კმ მანძილზე. 746 დღეში და 10 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,272. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 165,5°-ია. ეკუთვნის კარმე ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევკელადის დიამეტრი დაახლოებით 4 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2,6 გ/სმ³-ზე, ვინაიდან თანამგზავრი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,6m.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ IAUC 8087: Satellites of Jupiter. ციტირების თარიღი: 2009-09-15 4 марта 2003 (открытие)
- ↑ MPEC 2003-E11: S/2003 J 1, 2003 J 2, 2003 J 3, 2003 J 4, 2003 J 5, 2003 J 6, 2003 J 7 თარგი:Архивировано 4 марта 2003 (открытие и эфемериды)
- ↑ MPEC 2003-E29: S/2003 J 9, 2003 J 10, 2003 J 11, 2003 J 12; S/2003 J 1, 2003 J 6 დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine. 3 апреля 2003 (пересмотренные эфемериды)
- ↑ IAUC 8502: Satellites of Jupiter. ციტირების თარიღი: 2009-09-15 30 марта 2005 (присвоение названия спутнику)
|
|