შინაარსზე გადასვლა

ამალთეა (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამალთეა.
ამალთეა

იუპიტერის თანამგზავრის ფოტოები
ეპონიმი ამალთეა (ძვ. ბერძნ. Ἀμάλθεια)
სხვა სახელები იუპიტერ V
აღმოჩენა
აღმომჩენი ედვარდ ემერსონ ბარნარდი
აღმოჩენის თარიღი 9 სექტემბერი, 1892
ორბიტალური მახასიათებლები
პერიაფსიდა 181150 კმ
აპოაფსიდა 182840 კმ
ორბიტის საშუალო რადიუსი (r) 181366 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) ≈0.00319
გარშემოვლის
სიდერული პერიოდი
0.49817943 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 26.57 კმ/წმ
დახრილობა (i) 0.374°±0.002°
ვისი თანამგზავრია იუპიტერი
(შიდა თანამგზავრი)
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 250×146×128 კმ
საშუალო რადიუსი 83.5±2.0 კმ
მოცულობა (V) 2.43×106 კმ³
მასა (m) 2.08×1018 კგ
საშუალო სიმკვრივე () 0.857 გ/სმ³
თავისუფალი
ვარდნის აჩქარება
ეკვატორზე (g)
0.020 სმ/წმ²
ალბედო 0.090±0.005
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 14.1
ტემპერატურა
 
მინ. საშ. მაქს.
ზედაპირის ტემპერატურა
120 K (-153 C) 120 K (-153 C)
ამალთეა ვიკისაწყობში

ამალთეა[1] (ძვ. ბერძნ. Ἀμάλθεια), იუპიტერ V (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის შიდა თანამგზავრთა ჯგუფში. იგი იუპიტერის სინქრონულად მბრუნავი რეგულარული თანამგზავრია.

ამალთეა აღმოაჩინა 1892 წლის 9 სექტემბერს ედვარდ ემერსონ ბარნარდმა. იგი ატარებს ნიმფის (ან თხის) ამალთეას სახელს ბერძნული მითოლოგიიდან. იგი ახლო მანძილზე გადაიღეს 1979 წელს კოსმოსურმა აპარატებმა ვოიაჯერ 1-მა და ვოიაჯერ 2-მა, ხოლო 1995-2003 წლებში იუპიტერის სისტემაში მოქმედმა კოსმოსურმა აპარატმა გალილეომ.

ამალთეა იუპიტერის მიმართ სინქრონულად ბრუნავს, ასე რომ მისი ერთი ზედაპირი ყოველთვის მიმართულია პლანეტის მიმართ.

ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.003, ორბიტალური სიჩქარე — 26.57 კმ/წმ, ხოლო ორბიტალური დახრილობა — 0.374°.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალთეა არასწორი ფორმისაა (მისი გრძელი ღერძი ორჯერ მეტია მოკლე ღერძზე) და კრატერებითაა მოფენილი. მის მუქ წითელ ზედაპირზე ღია ლაქები გამოირჩევა. თუ ვიმსჯელებთ მისი დაბალი სიმკვრივით, ამალთეა ძირითადად შედგება ფხვიერი წყლის ყინულისგან[2]. ის იმდენად ახლოსაა იუპიტერთან, რომ მისგან ჩანს როგორც უზარმაზარი დისკი, რომლის დიამეტრი 46 გრადუსია. მის ორბიტაში მოქცეულია „ამალთეას ქსელის რგოლი“, რომელიც წარმოიქმნება მისი ზედაპირის მტვრისგან[3][4].

ამალთეა პლანეტიდან დაშორებულია 181 ათ. კმ-ით, გარემოქცევის პერიოდია 11 სთ 57.5 წთ, დიამეტრი — დაახლოებით 160 კმ, ვარსკვლავიერი სიდიდე — 14.1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
  2. Anderson J.D., Johnson T.V., Shubert G. et al. Amalthea’s Density Is Less Than That of Water (англ.) // Science. — 2005. — Vol. 308, no. 5726. — P. 1291—1293. — doi:10.1126/science.1110422. — Bibcode: 2005Sci...308.1291A. — PMID 15919987
  3. Burns J. A., Simonelli D. P., Showalter M. R., Hamilton D. P., Porco C. D., Esposito L. W., Throop H. 11. Jupiter’s Ring-Moon System // Jupiter: The Planet, Satellites and Magnetosphere : [арх. 29 октября 2013] / F. Bagenal, T. E. Dowling, W. B. McKinnon. — Cambridge University Press, 2004. — P. 241–262. — 719 p. — ISBN 9780521818087. — Bibcode: 2004jpsm.book..241B.
  4. Уральская В. С. Кольца Юпитера. ГАИШ, МГУ. Дата обращения: 17 октября 2014. Архивировано 12 октября 2014 года.