შინაარსზე გადასვლა

ვალეტუდო (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუპიტერის თანამგზავრი ვალეტუდო

ვალეტუდო (ლათ. Valetudo), იუპიტერ LXII, S/2016 J 2იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი.

თანამგზავრი აღმოაჩინა სკოტ შეპარდმა 2016 წლის 9 მარტს ლას კამპანასის ობსერვატორიაში გადაღებულ სურათზე. აღმოჩენა გამოცხადდა 2018 წლის 17 ივლისს და თანამგზავრმა მიიღო წინასწარი აღნიშვნა S/2016 J 2. პირველ პუბლიკაციებში აღმოჩენის ავტორებმა გამოიყენეს მისთვის სახელწოდება „ვალეტუდო“ — ლათინური სახელი „ჰიგეა“, უძველესი. ჯანმრთელობისა და ჰიგიენის რომაული ქალღმერთი, იუპიტერის შვილიშვილი. 25 სექტემბერს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა აღიარა აღმოჩენა და თანამგზავრს მიანიჭა ნომერი LXII.[1] 2018 წლის 3 ოქტომბერს ოფიციალურად დამტკიცდა სახელწოდება „ვალეტუდო“.[2].

ვალეტუდო იუპიტერის ორბიტაზე საშუალოდ 18.98 მილიონი კმ მანძილზე 533.3 დღეში მოძრაობს. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0.222.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალეტუდოს დიამეტრი დაახლოებით 1 კმ-ია. ვარაუდობენ, რომ გარე თანამგზავრები ძირითადად სილიკატური ქანებისგან შედგება, ამიტომ მისი სიმკვრივე შეიძლება შეფასდეს 2.6 გ/სმ³-ად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Международный астрономический союз. (2018-09-25) MPC 111804. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2018-10-04.
  2. Name Approved for Jovian Satellite: Valetudo. astrogeology.usgs.gov (2018-10-03). ციტირების თარიღი: 2018-10-04.