ფილოფროსინე (თანამგზავრი)
ფილოფროსინე (ძვ. ბერძნ. Φιλοφροσύνη), იუპიტერ LVIII, S/2003 J 15 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის პასიფაე ჯგუფში. იგი რეტროგრადულად მოძრავი არარეგულარული თანამგზავრია.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილოფროსინე აღმოაჩინეს 2003 წლის 6 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით. აღმოჩენის შემდეგ მას მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2003 J 15.[1][2] მოგვიანებით დაკვირვებებმა ვერ შეძლო თანამგზავრის ხელახლა აღმოჩენა და იგი დაკარგულად ითვლებოდა 2016 წლამდე,[3][4][5][6] როდესაც შეპარდის გუნდმა ის კვლავ დააფიქსირა.[7]
2017 წლის 9 ივნისს აღმოჩენა აღიარა IAU-მ და თანამგზავრმა მიიღო მუდმივი ნომერი იუპიტერი LVIII,[8] მაგრამ უსახელო დარჩა. 2019 წლის თებერვალში აღმომჩენებმა მოაწყვეს წინადადებების კრებული Twitter-ზე მათ მიერ აღმოჩენილი თანამგზავრების სახელებისთვის.[9]
2019 წლის 20 აგვისტოს თანამგზავრს მიენიჭა სახელი ფილოფროსინე, ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის ფილოფროსინის - ჰეფესტოსისა და აგლაიას ქალიშვილის, ზევსის შვილიშვილის პატივსაცემად.
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილოფროსინე ასრულებს ორბიტას იუპიტერის გარშემო საშუალოდ 22 627 000 კმ მანძილზე 689 დღეში, 18 საათსა და 29 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,1910. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ლაპლასის სიბრტყის მიმართ არის 146,5°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილოფროსინის დიამეტრი საშუალოდ დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. ვარსკვლავიერი სიდიდე 23,5m.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ IAUC 8116: Sats OF JUPITER, SATURN; C/2003 G2. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ MPEC 2003-G17 : S/2003 J 15. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ Outer-Planet Moons Found — and Lost - Sky & Telescope - Sky & Telescope. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ The Orbits of Jupiter's Irregular Satellites - IOPscience
- ↑ Radware Bot Manager Captcha
- ↑ Источник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-10. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ Jupiter Satellite Data
- ↑ Международный астрономический союз. (2017-06-09) MPC 105280. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
- ↑ Глянцев, Анатолий (2019-02-26). „Пользователям "Твиттера" предложили выбрать названия для спутников Юпитера“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-20. ციტირების თარიღი: 2019-08-20.
|
|