გალილეისეული თანამგზავრები
გალილეისეული თანამგზავრები — გალილეო გალილეის მიერ 1610 წლის იანვარში აღმოჩენილი იუპიტერის ოთხი ბუნებრივი თანამგზავრი. ისინი იუპიტერის ყველაზე დიდი თანამგზავრებია. ესენია: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. მათი სახელები ზევსის სატრფოებიდან მომდინარეობს. ისინი მზის სისტემაში ყველაზე მასიურ ობიექტებს შორის არიან, გამოკლებით მზისა და რვა პლანეტისა. მათი რადიუსები კი ნებისმიერი ჯუჯა პლანეტის რადიუსს აღემატება. განიმედე მზის სისტემაში ყველაზე დიდი თანამგზავრია და პლანეტა მერკურიზე დიდიც კია. სამი შიდა თანამგზავრი — იო, ევროპა და განიმედე — 4:2:1 ორბიტალურ რეზონანსშია ერთმანეთთან.
ეს ოთხი თანამგზავრი ან 1609 წელს ან 1610 წელს აღმოაჩინა გალილეომ, როდესაც მანდ თავისი ტელესკოპი გააძლიერა, რამაც საშუალება მისცა, ციური სხეულები უპრეცედენტო სიზუსტით შეესწავლა. გალილეოს აღმოჩენამ ტელესკოპის, როგორც ხელსაწყოს, მნიშვნელობა გამოავლინა ასტრონომებისთვის იმის დამტკიცებით, რომ არსებობს ისეთი ობიექტები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ გალილეომ აღმოაჩინა ციური სხეულები, რომლებიც დედამიწის გარშემო არ ბრუნავდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა იმდროინდელ პტოლემეს სამყაროს სისტემას, ან გეოცენტრულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი დედამიწის ირგვლივ მოძრაობს.
გალილეომ თავდაპირველად თავის აღმოჩენას Cosmica Sidera („კოსიმოს ვარსკვალვები“) უწოდა, მაგრამ ის სახელები, რომლებიც საბოლოოდ გაბატონდა, სიმონ მარიუსმა შეარჩია. მარიუსმა თანამგზავრები გალილეოსგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა და მათ ამჟამინდელი სახელები დაარქვა, რომლებიც იოჰანეს კეპლერმა შესთავაზა. მარიუსმა 1614 წელს თავის Mundus Jovialis-ში გამოაქვეყნა ეს სახელები.
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება |
სურათი | ინტერიერის მოდელი ი ე გ კ |
დიამეტრი (კმ.) |
მასა (კგ.) |
სიმკვრივე (გ/სმ3) |
დიდი ნახევარღერძი (კმ.)[1] |
ორბიტალური პერიოდი(დ) [2] (შედარებით) |
დახრილობა (°)[3] |
ექსცენტრისიტეტი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იო იუპიტერი I |
3660,0 x3637,4 ×3630,6 |
8,93 x 1022 | 3,528 | 421800 | 1,769 (1) |
0,050 | 0,0041 | ||
ევროპა იუპიტერი II |
3121,6 | 4,8 x 1022 | 3,014 | 671100 | 3.551 (2) |
0.471 | 0.0094 | ||
განიმედე იუპიტერი III |
5262,4 | 1,48 x 1023 | 1,942 | 1070400 | 7,155 (4) |
0,204 | 0,0011 | ||
კალისტო იუპიტერი IV |
4820,6 | 1,08 x 1023 | 1,834 | 1882700 | 16,69 (9.4) |
0,205 | 0,0074 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Computed using the IAU-MPC Satellites Ephemeris Service µ value
- ↑ Source: JPL/NASA დაარქივებული 2008-09-17 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Computed from IAG Travaux 2001 დაარქივებული 2018-10-31 საიტზე Wayback Machine. .
|