ავტონოე (თანამგზავრი)

ავტონოე, ავთონოე[1] (ძვ. ბერძნ. Ἀυτονόη), იუპიტერ XXVIII, S/2001 J 1 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონოე აღმოაჩინა ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით 2001 წელს და მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2001 J 1.[2][3][4]
ავტონოეს სახელი ეწოდა 2003 წლის აგვისტოში ქარიტების დედის ავტონოეს სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.[5]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონოეს დიამეტრი დაახლოებით 4 კილომეტრია და იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 24 264 000 კმ მანძილზე 719.01 დღეში. ის ბრუნავს ეკლიპტიკის მიმართ 151° დახრილობით (იუპიტერის ეკვატორისკენ 150°) რეტროგრადული მიმართულებით და ექსცენტრიულობით 0.369.
ის მიეკუთვნება პასიფაეს ჯგუფს, არარეგულარული რეტროგრადული მთვარეები, რომლებიც ბრუნავენ იუპიტერზე 22,8-დან 24,1 გმ-მდე მანძილზე და 144,5°-დან 158,3°-მდე დახრილობით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ IAUC 7900: Satellites of Jupiter 2002 May 16 (discovery)
- ↑ MPEC 2002-J54: Eleven New Satellites of Jupiter 2002 May 15 (discovery and ephemeris)
- ↑ MPEC 2002-V03: S/2001 J 1 2002 November 1 (revised ephemeris)
- ↑ USGS Astrogeology: Gazetteer of Planetary Nomenclature - Planetary Body Names and Discoverers
|
|