ლისითეა (თანამგზავრი)
ლისითეა (ძვ. ბერძნ. Λυσιθέα), იუპიტერ X — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში. სახელი მიიღო მითოლოგიური პერსონაჟის, ლისითეას პატივსაცემად.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლის 6 ივლისს მაუნტ ვილსონის ობსერვატორიაში აღმოჩინა ამერიკელმა ასტრონომმა სეტ ბარნს ნიკოლსონმა.[1] 1975 წელს მან მიიღო თავისი ოფიციალური სახელი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის, ლისითეას პატივსაცემად.[2]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიზითეა იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 11,717,000 კმ მანძილზე 250 დღეში, 4 საათსა და 48 წუთში. ორბიტალური ექსცენტრიულობა არის 0.11, დახრილობა ლოკალური ლაპლასის სიბრტყისკენ არის 28.3°. ეკუთვნის ჰიმალიის ჯგუფს.[3]
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიზითეას დიამეტრი საშუალოდ 36 კმ. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04. მაგნიტუდა 18.3 მ.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nicholson, S. B. (October 1938). „Two New Satellites of Jupiter“. Publications of the Astronomical Society of the Pacific. 50 (297): 292–293. Bibcode:1938PASP...50..292N. doi:10.1086/124963. S2CID 120216615.
- ↑ Payne-Gaposchkin, Cecilia (1970). Introduction to Astronomy. Englewood Cliffs, N.J.: Prentice-Hall. ISBN 0-13-478107-4.
- ↑ Jacobson, R.A. (2000). „The orbits of outer Jovian satellites“ (PDF). Astronomical Journal. 120 (5): 2679–2686. Bibcode:2000AJ....120.2679J. doi:10.1086/316817. S2CID 120372170.
- ↑ Planetary Satellite Physical Parameters. JPL (Solar System Dynamics) (2008-10-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-18. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
|
|