იუპიტერ LXVI
იუპიტერ LXVI, S/2017 J 5 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის კარმეს ჯგუფში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამგზავრი აღმოაჩინა კარნეგის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა 2017 წლის 23 მარტს სერრო ტოლოლოს ობსერვატორიაში გადაღებულ ორ სურათზე. აღმოჩენა გამოქვეყნდა 2018 წლის 17 ივლისს.[1]
2018 წლის 25 სექტემბერს აღმოჩენა აღიარა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და თანამგზავრს მიანიჭა მუდმივი ნომერი იუპიტერ LXVI.[2]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამგზავრი იუპიტერის გარშემო ორბიტას დაახლოებით 720.5 დღეში ასრულებს. დიდი ნახევარღერძი დაახლოებით 23.17 მილიონი კილომეტრია. ორბიტალური მოძრაობის მიმართულება ეწინააღმდეგება იუპიტერის ბრუნვას მისი ღერძის გარშემო.[1] S/2017 J 5-ის ორბიტის მახასიათებლები იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი კლასიფიცირდეს კარმე ჯგუფის წევრად.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიზიკური მახასიათებლები დანამდვილებით უცნობია, მაგრამ მისი სიკაშკაშის მიხედვით, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ თანამგზავრის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Международный астрономический союз. (2018-07-17) MPEC 2018-O13 : S/2017 J 5. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
- ↑ Международный астрономический союз. (2018-09-25) MPC 111804. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
|
|