შინაარსზე გადასვლა

ევრიდომე (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუპიტერის თანამგზავრი ევრიდომე

ევრიდომე[1] (ძვ. ბერძნ. Εὐριδόμη), იუპიტერ XXXII, S/2001 J 4 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის პასიფაე ჯგუფში. იგი რეტროგრადულად მოძრავი არარეგულარული თანამგზავრია.

ევრიდომი აღმოაჩინეს 2001 წლის 9 დეკემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა. თავდაპირველად მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2001 J 4.[2][3] 2003 წლის აგვისტოში ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ქარიტას სახელი დაერქვა.[4]

ევრიდომე იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 22 865 000 კმ მანძილზე 717 დღეში და 7 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,276. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 150,3°-ია. ეკუთვნის პასიფეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევრიდომის დიამეტრი საშუალოდ დაახლოებით 3 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,7m.