კილენე (თანამგზავრი)
კილენე[1] (ძვ. ბერძნ. Κυλλήνη), იუპიტერ XLVIII, S/2003 J 13 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი აღმოაჩინეს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით 2003 წლის 8 თებერვალს და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 13.[2][3] 2003 წლის 30 მარტს ოფიციალურად მიენიჭა სახელი კილენე, ერთ-ერთი ნიმფის პატივსაცემად ბერძნული მითოლოგიიდან.[4]
ორბიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამგზავრი იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 24 349 000 კილომეტრის მანძილზე 737.8 დღეში. რეტროგრადულ ორბიტას ექსცენტრიულობით 0.319 აქვს 149.3° დახრილობა ეკლიპტიკისკენ (140° ეკვატორის მიმართ). არის პასიფეს ჯგუფის ნაწილი.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კილენის დიამეტრი დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ზედაპირი ძალიან ბნელია, ალბედო არის 0.04. მაგნიტუდა 23.2m.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ IAUC 8116: Satellites of Jupiter and Saturn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-05. 11 апреля 2003 (Открытие)
- ↑ MPEC 2003-G09: S/2003 J 13 დაარქივებული 2008-09-06 საიტზე Wayback Machine. 2 апреля 2003 (Открытие и эфемериды)
- ↑ IAUC 8502: Satellites of Jupiter. ციტირების თარიღი: 2009-09-29. 30 марта 2005 (Присвоение имени спутнику)
|
|