ალი იბნ-ჯაფარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალი იბნ-ჯაფარითბილისის საამიროს ამირა 981–1011 წლებში, ჯაფარიანთა დინასტიის წარმომადგენელი (მისი გამგებლობის ხანა დასტურდება ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით, X საუკუნის 90-იანი წლებიდან XI საუკუნის 30-იან წლებამდე). მისი სახელით მოჭრილია 996/997, 1027/1028 წლების დირჰემები. ეს ჩვენს ხელთ არსებული ამირათა სახელით მოჭრილი უკანასკნელი დირჰემებია. ამირა მოხსენიებულია მელქისედეკ კათლიკოსის „დაწერილში“[1]. ამ საბუთში აღნიშნულია, რომ ალიმ, მელქისედეკის მცდელობით, მოუხსნა მცხეთის საყდრის ამირას სასარგებლოდ დაკისრებული სხვადასხვა ნატურალური გადასახადი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მცხეთის სვეტიცხოვლის 1031/1033 წლების დოკუმენტი