იოსებ კოჭლამაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იოსებ კოჭლამაზაშვილი
საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს 1-ლი თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივლისი, 1938 – 24 მარტი, 1947
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრევასილ ბარნაბის ძე გოგუა

დაბადებული1906
გარდაცვლილი1969
ეროვნებაქართველი
რელიგიაათეიზმი

იოსებ დიმიტრის ძე კოჭლამაზაშვილი (დ. 1906 — გ. 1969) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. სკკპ წევრი 1924 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1932-1937 წლებში იყო საქართველოს კპ ტყიბულისა და გურჯაანის რაიკომების, აჭარის საოლქო კომიტეტისა და ბათუმის საქალაქო კომიტეტის მდივანი, 1938 წელს – საქართველოს კპ ცკ–ის მეორე მდივანი. 1938 წლის ივლისიდან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე[1]. 1943-1955 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მეცხოველეობის, ვაჭრობის, ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრი, საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე. არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოსა და რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. საქართველოს სსრ I და სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1955-1969 წლებში მოღვაწეობდა თსუ ეკონომიურ ფაკულტეტზე. არის მეცნიერული შრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]