გრიგოლ ზამბახიძე
გრიგოლ ზამბახიძე (დ. 30 ნოემბერი, 1911, ფოთი, — გ. 26 მაისი, 1962, თბილისი) — ქართველი ჰიდროტექნიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1961).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1936–1941 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1941–1944 წლებში იყო საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარი, ხოლო 1944–1948 წლებში — საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგე, ხელმძღვანელობდა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობად ქცეული მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის აგებას. 1954-1956 წლებში იყო საქართველოს სსრ სამშენებლო მასალების მრეწველობის მინისტრი. 1956-1958 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ჰიდრავლიკის დარგში. მის მიერ საფუძვლიანადაა შესწავლილი და გადაჭრილი წყლის ნაკადისა და მდინარეთა გამრუდებულ მონაკვეთზე მყარი სხეულების მოძრაობის პრობლემა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფოთში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 304.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 30 ნოემბერი
- დაბადებული 1911
- გარდაცვლილი 26 მაისი
- გარდაცვლილი 1962
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ფოთში დაბადებულები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ზამბახიძეები
- ქართველი ჰიდროტექნიკოსები
- თბილისში გარდაცვლილები