სითილარაბი
იერსახე
სითილარაბი — თბილისის საამიროს ამირა 1068-1080 წლებში. ბაგრატ IV-მ ალფ-არსლანის საქართველოში მეორედ ლაშქრობის შემდეგ დაიკავა თბილისი და სამმართველოდ გადასცა დმანელ სითილარაბს, თბილისის ამირათა ნათესავს. სავარაუდოდ სითილარაბიც ჯაფარიანთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. მისი ამირობა გაგრძელდა დიდი თურქობის დაწყებამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008
|