ვასილ ჩერქეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩერქეზიშვილი.
ვასილ ჩერქეზიშვილი

ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (დ. 1858, სოფ. ჩაილური, სიღნაღის მაზრა — გ. 14 ივლისი, 1910, თბილისი) — ქალაქ ტფილისის თავი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და შევიდა სამთო ინსტიტუტში, მაგრამ კურსი ვერ დაასრულა, დაბრუნდა სამშობლოში. ერთხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში, შემდეგ დეპუტატთა, საკრებულოს მდივანი იყო. 80-იან წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“.

1898 წელს ვასილ ჩერქეზიშვილი აირჩიეს თბილისის ქალაქის მმართველობის წევრად, შემდეგ ქალაქის მოურავის (თავის) მოადგილედ, ხოლო 1907 წელს ქალაქის მოურავად (თავად).

მეოცე საუკუნის დამდეგი აღინიშნა რთული კოლიზიებით: რევოლუციური ტალღის აბობოქრება კავკასიაში და, კერძოდ თბილისში, დაერთო სომეხ-თათართა შეტაკებები. ამ რთულ ვითარებაში მოუწია ვ. ჩერქეზიშვილს მოღვაწეობა, მაგრამ თავისი პიროვნული ნიჭისა და ქართველი კაცისათვის დაახასიათებელი მოთმინებითა და გამჭრიახობით თავიდან ააცილა ქალაქს ძმათა სისხლისღვრა. ამასთანავე ისიც უნდა ღინიშნოს, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეემატა ახალი რაიონები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, მოიკირწყლა ქუჩები, გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, აფთიაქები, საავადმყოფოები და სხვა.

სახელოვანი მამულიშვილი გულწრფელად დაიტირა მთელმა თბილისმა. იმდროინდელი გაზეთების ცნობით, ქალაქის თავის მოადგილეს ა ხატისოვს სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გული წასვლია და ძლივს მოუბრუნებიათ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994