განხილვა:თბილისის მერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სექცია მერების სია (მე–12 საუკუნის შუა წლებიდან - 1991 წლამდე) ამოსაღებია, რადგან ეს სტატია შეხება მერებს 12 საუკუნიდან კი ამ თანამდებობას ქალაქისთავი ეწოდებოდა. ან ცალკე სტატიაა შესაქმნელი ქალაქისთავზე ან ამ სტატიას შევუცვალოთ სახელი. --ჯაბა 1977 03:34, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სხვადასხვა სახელწოდების მსგავსი თანამდებობების ერთად გაერთიანების პრაქტიკა, თუ არ ვცდები, გვაქვს. (მაგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი). ინგლისურ ვიკისაც გადავხედე და მაგალითად ასეთი სტატია აქვთ პარიზის მერზე : en:List of Mayors of Paris. ყველა ვიკიში არ იქცევიან ასე. ჩემი აზრით, საკმარისი იქნება უბრალოდ კარგად თუ გამოვკვეთთ ძველ დასახელებებსაც. თუ გადატანაა, მაშინ ეს სტატია მაინც არ უნდა გადავიტანოთ, თბილისის მერზე უნდა იყოს სტატია.თბილისის მერების სია - ასეთი ფორმატით შევქმნათ ცალკე სტატია ჯობს.--Tornike 06:26, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს სტატია თბილისის მერზეა და აქ ეს ტექსტი ზედმეტია აბსოლიტურად. ცალკე სტატია თუ შეიქმნება მას სჯობს თბილისის მმართველთა სია ეწოდოს და იქ თავი უნდა მოიყაროს თბილისის ყველა მმართველმა, მათ შორის ქალაქისთავებმაც და მერებმაც. აქ მხოლოდ მერზეა საუბარი, როგორც თანამდებობაზე და არა მერზე, როგორც პიროვნებაზე. --ჯაბა 1977 13:05, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ჯაბას. აქ ისტორია ზედმეტია, ცალკეა შესაქმნელი სტატია თბილისის მმართველთა სია, სადაც ერთ-ერთ ქვეთავად იქნებიან მერები.--ILIA განხილვა 13:10, 29 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

აღნშნულთან დაკავშირებით ვთვლი: 1) მერების სტატიაში უნდა ეწეროს ინფორმაცია მხოლოდ მერებზე და არა ამირებზე ან თბილელ ბერებზე და ქალაქის თავებზე. 2) იმ სპისოკების ადგილი თავისუფლად მოიძებნება სტატია თბილისის თვითმმართველობაში.--Surprizi განხილვაწვლილი 07:17, 4 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე თორნიკეს ვეთანხმები, მსგავსი პრაქტიკა არსებობს და მეტადაც კარგია, რომ სტატიაში სრული ინფორმაციაა, სტატიის შექმნაზეც ვეთანხმები თუ მაინცდამაინც და მოკლედ ვეთანხმები სრულად--GagaVaa 09:13, 5 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

რიგთი დაამკიცებთ, რომ ეს ხალხი იყვნენ მერები? რომელ ისტორიულ წყაროებში გვხვდება?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.248.126 (განხილვაწვლილი) 15:27, 4 მაისი 2017 (UTC).[უპასუხე]

სტატიაში მოხსენიებულ ლიტერატურაში. გიო ოქრო 15:28, 4 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში არის მითითებული საბჭოთა ენციკლოპედია და არა ისტორიული წყარო. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.248.126 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@31.146.248.126: საბჭოთა ენციკლოპედიაზე მეტი წაიკითხეთ და შემდეგ დაწერეთ შენიშვნები. გიო ოქრო 13:26, 17 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]