მუჰამედ იბნ-ათაბი
იერსახე
მუჰამედ იბნ-ათაბი — თბილისის საამიროს ამირა 813-829 წლებში. არ მიეკუთვნებოდა შუაბიანთა საგვარეულოს. არაბი ისტორიკოსის იაკუბის ცნობით, იგი ამირად დანიშნა ხალიფა ალ-მამუნმა, ისმაილ იბნ-შუაბის ნაცვლად. 829 წელს განუდგა ხალიფას და დაამარცხა არმენიის ვალი აბდ ალ-ალა. მუჰამედის დამორჩილება შეძლო არმენიის ახალმა ვალიმ ხალიდ იბნ-იაზიდმა, რომელმაც ის გადააყენა. როგორც ჩანს, მისი ამირობის დროს ამირა საჰაკი იბრძვის მუჰამედის წინააღმდეგ და ცოტა ხნით ახერხებს გაამირებას, თუმცა შემდეგ ისევ მუჰამედი იგდებს ხელთ ამირობას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008
|