ჯაფარ III იბნ-ალი
ჯაფარ III იბნ-ალი — თბილისის საამიროს ამირა 1011–1045 წწ. ჯაფარიანთა დინასტიის წარმომადგენელი, ბაგრატ IV-ის თანამედროვე, იგი ქართლის დიდებულებთან (ივანე აბაზასძე და ლიპარიტ ბაღვაში), კახეთის მეფე კვირიკესთან და ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავითთან ერთად მონაწილეობდა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობაში. ფადლონი დაამარცხეს და გააქციეს. 1032 წელს ივანე აბაზასძემ დ ლიპარიტ ბაღვაშმა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ თბილისის საამიროს გაუქმებით, გაიტყუეს ჯაფარი მუხათგვერდს, შეიპყრეს და დააპატიმრეს, წაართვეს ბირთვისი, რომელიც სავარაუდოდ გადავიდა ლიპარიტის ხელში. საქართველოს მეფემ, რომელსაც არ აწყობდა ლიპარიტისა და ივანე აბაზასძის გაძლიერება შეიწყნარა ჯაფარი და ისევ თბილისის ამირად განაწესა. ამ დროიდან თბილისის ამირა საქართველოს მეფის ვასალია. ამიტომ ბაგრატ IV დიდად არ იყო დაინტერესებული თბილისის საამიროს გაუქმებით. ეს დატასურდა კიდევ ერთხელ 1039 წელს, როდესაც ბაგრატმა ორწლიანი ალყის შემდეგ კვლავ შეიწყნარა ჯაფარი და დატოვა ამირად.
ჯაფარი გარდაიცვალა 1045 წლის ბოლოს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2008
|