ვალერიან ბაქრაძე
ვალერიან ბაქრაძე | |
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აპრილი, 1953 – 21 სექტემბერი, 1953 | |
წინამორბედი | ზ. კეცხოველი |
მემკვიდრე | გ. ჯავახიშვილი |
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 მარტი, 1946 – 18 დეკემბერი, 1946 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ზ. ჩხუბიანიშვილი |
საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ივლისი, 1938 – 27 მარტი, 1946 | |
წინამორბედი | გერმანე მგალობლიშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 18 სექტემბერი, 1901 სევა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია |
გარდაცვლილი | 3 აპრილი, 1971 3 აპრილი, 1971 (69 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ათეიზმი |
ვალელრიან მინას ძე ბაქრაძე (დ. 18 სექტემბერი, 1901, სოფ. სევა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია — გ. 3 აპრილი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. სკკპ წევრი 1921 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1901 წელს დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ სევაში. 1911 წელს დაამთავრა ერთლიანი სოფლის სკოლა. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1911 წლიდან თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკაში. 1921-1923 წლებში წითელი არმიის რიგებში იყო. 1924 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუხრანის რაიონში მოქმედი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა ლელო ჩიქოვანის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924-1930 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მუხრანის რაიკომის მდივნად, დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად, ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, კახეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1930-1931 წლებში სწავლობდა საკავშირო კპ(ბ) ცკ-თან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე. 1931-1937 წლებში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, 1938-1947 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე[1]. შემდგომ წლებში მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა საბჭოთა და სამეურნეო აპარატებში. II მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943 წლებში, იყო ამიერკავკასიის ფრონტის 46-ე არმიის სამხედრო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის წევრად, კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრად. საკავშირო კპ(ბ) XVIII და XIX ყრილობებზე აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. იყო სსრკ I-III მოწვევების და საქართველოს სსრ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანიძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 374-375.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 5, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
- დაბადებული 1901
- დაბადებული 18 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1971
- გარდაცვლილი 3 აპრილი
- საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეები
- სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ბაქრაძეები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები