გურამ გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ გაბუნია
დაბ. თარიღი 6 აგვისტო, 1936 (1936-08-06) (87 წლის)
დაბ. ადგილი სოფ. ბანძა (დღ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი

გურამ გაბუნია (დ. 5 აგვისტო, 1936) — ქართველი ექიმი, ბავშვთა ქირურგიის საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1936 წლის 5 აგვისტოს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1962-1963 წლებში იყო მარტვილის რაიონის საავადმყოფოს ქირურგი. 1966-1969 წლებში ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 1969 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი.

გამოცემული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, არის ექიმი-ქირურგი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის საკითხისათვის ბავშვთა ასაკში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 53, თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]