დართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
დართლო
დართლო. 2.jpg
დართლო 2015 წელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ომალო
კოორდინატები 42°26′19″ ჩ. გ. 45°34′58″ ა. გ. / 42.43861° ჩ. გ. 45.58278° ა. გ. / 42.43861; 45.58278
ცენტრის სიმაღლე 2 000
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დართლო — საქართველო
დართლო
დართლო — კახეთის მხარე
დართლო
დართლო — ახმეტის მუნიციპალიტეტი
დართლო

დართლო — დაცარიელებული სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში. პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ახმეტიდან დაშორებულია 102 კილომეტრით. მიმოსვლა შესაძლებელია როგორც სამანქანო, ისე საჰაერო გზით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 9 ადამიანი, ეროვნებით ქართველები.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა. 2000-იან წლებიდან სოფელში გაიხსნა სასტუმროები ტურისტებისათვის.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 9 7 2
2014[1] Decrease2.svg 0 0 0

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების კოშკები. გარეგნულად ისინი ბევრად არ განსხვავდება თუშეთის სხვა სიმაგრეებისაგან, მათაც აქვთ სარკმლების ნაცვლად ვიწრო სამზერები, სათოფურები. ერთ-ერთი კოშკის ფასადში ჩაყოლებულია სამი, განსხვავებული ფერის მოზრდილი ქვა. ისინი ერთ ჰორიზონტალურ ზოლს ქმნიან ისე, რომ შუა ქვა კედლის ღერძს ემთხვევა, დანარჩენი ორი ნაპირებზეა. ქვებზე გამოსახულია წრეებში ჩასმული კვადრები, ზოგს გარშემო სხივები აქვს შემოყოლებული. დართლოში სხვა ნაგებობებზეც არის მსგავსი გამოსახულებანი. წრე არის გამოსახული სოფლის განაპირას მდებარე აკლდამის დასავლეთ კედელზეც, როგორც ჩანს, მიცვალებულთა მზის სიმბოლოდ. ეს გამოსახულებანი ასტრალურ შინაარს ატარებს და ქართველთა უძველეს რწმენაწარმოდგენებთანაა დაკავშირებული. სოფლის სამხრეთით დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004;
  • სურგულაძე ი., მთა-თუშეთის ციხე-ნაგებობათა ორნამენტები, «ძეგლის მეგობარი», 1966, №7;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები