შინაარსზე გადასვლა

არაბული სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბული სამყარო. რუკა ეფუძნება იმ სტანდარტულ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც ამ რეგიონს არაბული ლიგის ქვეყნები მიეკუთვნებიან.
არაბული ლიგის ქვეყნები

არაბული სამყარო (არაბ. العالم العربي‎ al-ʿālam al-ʿarabī) — შედგება არაბულენოვანი ქვეყნებისგან და ტერიტორიებისგან, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.

სტანდარტული განსაზღვრების თანახმად, არაბული სამყარო შედგება არაბული ლიგის 22 სახელმწიფოსა და ტერიტორიისგან, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ატლანტის ოკეანიდან (დასავლეთით) არაბეთის ზღვამდე (აღმოსავლეთით), ხმელთაშუა ზღვიდან (ჩრდილოეთით) სომალის ნახევარკუნძულამდე და ინდოეთის ოკეანემდე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მთლიანი მოსახლეობა 340 მლნ ადამიანს შეადგენს, რომლის ნახევარიც 25 წელს ქვემოთაა.[1]

არაბული ნაციონალიზმის იდეა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგორდა, ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ნაციონალისტური მოძრაობების პარალელურად. 1945 წელს ჩამოყალიბდა არაბული ლიგა, რომლის მიზანიც არაბების ინტერესების დაცვა და, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნების პოლიტიკური ერთობის გაძლიერება იყო, რაც პანარაბიზმის სახელითაა ცნობილი.[2][3] 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში, არაბულ სამყაროში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული მთავრობების წინააღმდეგ და მეტი დემოკრატიული უფლებების მოთხოვნისკენ.

ტერმინი „არაბული სამყარო“ მიუღებელია რეგიონში მცხოვრები არა არაბებისათვის, მაგალითად ისეთი არასემიტური ხალხებისთვის, როგორებიც არიან ბერბერები, ქურთები, რადგან ეს ტერმინი მთლიან რეგიონს არაბებს აკუთვნებს, როგორც იდენტურად, მოსახლეობის თვალსაზრისით ისე წარმოშობით, მაშინ, როდესაც არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ტერმინი ასევე მიუღებელია ზოგიერთი ადგილობრივი სემიტი უმცირესობებისთვის, მათ შორის არიან ასურელები; ისინი სირიასა და ერაყში არაბებამდე ბევრად ადრე სახლობდნენ. ასევე, კოპტი ეგვიპტელები საკუთარ თავს ეგვიპტელებად მიიჩნევენ და არა არაბებად.

სახელმწიფო ტერიტორია
(კმ²)
მოსახლეობა
(ად.)
დედაქალაქი
1 ალჟირის დროშა ალჟირი 2 382 741 33 769 668 ალჟირი
2 ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი 695 718 321 მანამა
3 ჯიბუტის დროშა ჯიბუტი 22 000 476 703 ჯიბუტი
4 ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 997 739 81 713 520 კაირო
5 დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა [4] 252 120 393 831 ელ-აიუნი
6 იემენის დროშა იემენი 536 869 23 013 376 სანა
7 იორდანიის დროშა იორდანია 97 740 6 173 579 ამანი
8 ერაყის დროშა ერაყი 435 317 28 221 180 ბაღდადი
9 კატარის დროშა კატარი 11 437 824 789 დოჰა
10 კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები 2 170 798 000 მორონი
11 ქუვეითის დროშა ქუვეითი 17 818 2 596 799 ელ-ქუვეითი
12 ლიბანის დროშა ლიბანი 10 452 3 971 941 ბეირუთი
13 ლიბიის დროშა ლიბია 1 775 500 6 173 579 ტრიპოლი
14 მავრიტანიის დროშა მავრიტანია 1 030 700 3 364 940 ნუაქშოტი
15 მაროკოს დროშა მაროკო 458 730 34 343 220 რაბატი
16 არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბეთის გაერთიანებული საამიროები 77 700 4 621 399 აბუ-დაბი
17 ომანის დროშა ომანი 212 457 3 311 640 მასკატი
18 პალესტინის დროშა პალესტინა 6 257 3 907 883
19 საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 1 960 582 28 146 656 ერ-რიადი
20 სირიის დროშა სირია 185 180 19 747 586 დამასკო
21 სომალის დროშა სომალი 637 657 9 800 000 მოგადიშო
22 სუდანის დროშა სუდანი 1 866 068 30 894 000 ხარტუმი
23 ტუნისის დროშა ტუნისი 163 610 10 383 577 ტუნისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Arab World Ministries
  2. Arab League Sends Delegation to Iraq. Encyclopedia.com (8 October 2005). ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  3. Arab League Warns of Civil War in Iraq. Encyclopedia.com (8 October 2005). ციტირების თარიღი: 13 February 2011.
  4. არაღიარებული სახელმწიფო.