კოპტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოპტები
Coptic monks.jpg
ეგვიპტელი კოპტები
საერთო მოსახლეობა
10-20 მლნ [1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 5-15 მლნ[2]
სუდანის დროშა სუდანი 0,5 მლნ
აშშ-ის დროშა აშშ 0,2 მლნ
კანადის დროშა კანადა 0,2 მლნ[1][3]
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 75000[4]
ენები ეგვიპტური არაბული, კოპტური
რელიგიები ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია

კოპტები (კოპტ. ⲟⲩⲢⲉⲙ̀ⲛⲭⲏⲙⲓ ̀ⲛ̀Ⲭⲣⲏⲥⲧⲓ̀ⲁⲛⲟⲥ; اقباط) — მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები, ეგვიპტის უმსხვილესი ეთნორელიგიური და ქრისტიანული ჯგუფი. ახ. წ. IV-VI საუკუნეში ეგვიპტეში ქრისტიანობა უმთავრესი რელიგია იყო, სანამ ამ ქვეყანას არაბები დაიპყრობდნენ.[5] მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან უმცირესობად იქცნენ, ადგილობრივებმა რწმენა შეინარჩუნეს. ისტორიულად, ისინი კოპტურ ენაზე ლაპარაკობდნენ, დემოტური დამწერლობის პირდაპირ მემკვიდრეზე, რომელიც რომაულ ხანაში იყო გავრცელებული. მაგრამ ეს ენა დღეს გაქრობის პირასაა და XVIII საუკუნიდან მხოლოდ ღვთისმსახურებაში გამოიყენება. კოპტები ძირითადად არაბულად საუბრობენ.

ეგვიპტელი კოპტები ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ქრისტიანულ საზოგადოებას წარმოადგენენ, ისევე როგორც რეგიონის უდიდეს რელიგიურ უმცირესობას. ისინი ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ.[6] კოპტების უდიდესი ნაწილი ალექსანდრიის კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია,[7] დაახლოებით 800 000 ადამიანი კი კოპტურ კათოლიკურ და კოპტურ პროტსეტანტულ ეკლესიას აღიარებს.

როგორც რელიგიური უმცირესობა, კოპტები თანამედროვე ეგვიპტეში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და ექსტრემისტი ისლამისტების შეტევის სამიზნე ხდებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Coptic Orthodox Christmas to be low-key – Tight security: On alert after bombing in Egypt“, 4 January 2011. წაკითხვის თარიღი: 5 January 2011. 
  2. Egyptian Coptic protesters freed“, 22 December 2004. 
  3. [1]
  4. The Coptic Orthodox Diocese of Sydney & its Affiliated Regions – Under the Guidance of His Grace Bishop Daniel
  5. Ibrahim, Youssef M.. “U.S. Bill Has Egypt's Copts Squirming“, The New York Times, April 18, 1998. წაკითხვის თარიღი: 2008-10-08. 
  6. Cole, Ethan. (July 8, 2008) Egypt's Christian-Muslim Gap Growing Bigger. The Christian Post. წაკითხვის თარიღი: 2008-10-02.
  7. (June 18, 2009) Who are the Christians in the Middle East?. Betty Jane Bailey. ISBN 978-0-8028-1020-5.