შინაარსზე გადასვლა

პანარაბიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბული სამყარო

პანარაბიზმი არის მოძრაობა, რომლის მიზანია არაბულენოვანი ხალხებისა და არაბული ქვეყნების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება ატლანტის ოკეანიდან არაბეთის ზღვამდე. პანარაბიზმი მჭიდრო კავშირშია არაბულ ნაციონალიზმთან. იგი ქადაგებს არაბთა ერთ ნაციად ჩამოყალიბების იდეას. პანარაბიზმს აქვს ტენდენცია სეკულარობისკენ და ხშირად სოციალიზმისკენაც. იგი მკაცრად ეწინააღმდეგება კოლონიალიზმსა და დასავლურ პოლიტიკურ ჩარევებს არაბულ სამყაროში. პანარაბიზმი კულტურული ნაციონალიზმის ერთ-ერთი ფორმაა.

ფესვები და ლიდერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანარაბიზმის იდეა პირველად წამოჭრა შარიფ ჰუსეინ იბნ ალიმ მექას შარიფმა, რომელიც ოტომანების იმპერიისგან გათავისუფლებასა და ერთიანი არაბული სახელმწიფოს დაფუძნებაზე ფიქრობდა.