„The Pros and Cons of Hitch Hiking“ — ბრიტანელიროკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სიმღერა და სინგლი ალბომიდან The Pros and Cons of Hitch Hiking. იგი გამოვიდა 1984 წელს. სიმღერის სიუჟეტით, პერსონაჟი, რეჯი, იხსენებს წარსულს და განიხილავს თავისი სიზმრების დადებით და უარყოფით მხარეებს. სიმღერაში ნახსენებია პიროვნებები - დიკ ტრეისი, შეინი და იოკო ონო.
სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში (რომელიც გადაღებულია რეჟისორ ნიკოლას როუგის მიერ) სიუჟეტი მიჰყვება ალბომის თემებს და გამოყენებულია როგორც სპეციალურად გადაღებული კადრები, ასევე ნაწყვეტები ფილმებიდან, როგორიც არის „შეინი“ (1953). ვიდეოს კადრებში პერსონაჟი ხტება თვითმფრინავის ფრთიდან, როგორც ეს ტექსტშია ნახსენები. შედგა შეთანხმება MTV-სთან, რომელსაც ეს ვიდეო საკუთარ ეთერში უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ტელეარხი ამ მხრივ არ აქტიურობდა, რის გამოც უოტერსის განაწყენება გამოიწვია.