Radio K.A.O.S.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Radio K.A.O.S.
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 15 ივნისი, 1987
ჩაიწერა ოქტომბერი - დეკემბერი, 1986
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 41:24
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი),
Columbia Records (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, იენ რიჩი, ნიკ გრიფითსი
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია
When the Wind Blows
(1986)
Radio K.A.O.S.
(1987)
The Wall – Live in Berlin
(1990)
როჯერ უოტერსის სტუდიური ალბომების — ქრონოლოგია
The Pros and Cons of Hitch Hiking
(1984)
Radio K.A.O.S.
(1987)
Amused to Death
(1992)
სინგლები ალბომიდან Radio K.A.O.S.
  1. „Radio Waves“
    გამოცემის თარიღი: 11 მაისი 1987
  2. „Sunset Strip“
    გამოცემის თარიღი: 12 სექტემბერი 1987
  3. „The Tide Is Turning (After Live Aid)“
    გამოცემის თარიღი: 16 ნოემბერი 1987
  4. „Who Needs Information“
    გამოცემის თარიღი: 21 დეკემბერი 1987
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3.5/5 stars[1]
Los Angeles Times2.5/4 stars[2]
The Village VoiceB[3]

Radio K.A.O.S.ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის მეორე სოლო-ალბომი, რომელიც გამოვიდა 1987 წლის 15 ივნისს. იგი წარმოადგენს კონცეპტუალურ ნაშრომს. სიუჟეტით, სავარძელზე მიჯაჭვული ბილი საკუთარ თავში ავითარებს დიდ მანძილზე ელექტრონულ მოწყობილობათა მართვის თვისებას. როგორც რადიოს დიდი მოყვარული, იგი ხშირად რეკავს წამყვან ჯიმ ლედის ეთერში და სხვადასხვა თემაზე თავისი ელექტრონულ-სინთეზირებული ხმით ესაუბრება. მაგრამ მოულოდნელად იგი მიიღებს გადაწყვეტილებას - მოქმედებაში მოიყვანოს ღილაკი, რომელიც გამოიწვევს დიდ კატასტროფას. მიუხედავად ამისა, იგი გადაწყვეტილებას ცვლის. დადებითი დასასრულის სახით ჩნდება სიმღერა „The Tide Is Turning (After Live Aid)“.

ალბომის სახელწოდება გამოგონილი რადიოსადგურის სახელწოდებაა. თავად ჯიმ ლედი მუშაობდა რადიოსადგურ KMET‎-ში. ციკლის სამუშაო სახელწოდება იყო „Home“.

მასალა იწერებოდა პროდიუსერ იენ რიჩის დახმარებით, რომელიც გვიანდელ წლებში როჯერის ტურნეებში მონაწილეობდა, საქსოფონისტის სახით. გარდა ამისა, ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო კლერ ტორიმ. ალბომი იწყება და მთავრდება მორზეს ანბანის ხმებით - ისევე როგორც The Wall, რომელიც წყვეტილი ფრაზით იწყება და მთავრდება. მუსიკა ძირითადად ელექტრონული ჟღერადობით არის გაჯერებული - დრამ-მანქანით. ტექსტებით უოტერსი აკრიტიკებს თანამედროვე სამყაროს წყობას.

ბრიტანეთში 1987 წელს მხოლოდ რადიოსადგურებისთვის გავრცელდა ალბომის პრომო გამოცემა კატალოგის ნომრით KAOS DJ1. ამ ვერსიაში არ ჟღერს ჯიმ ლედის საუბრები სიმღერებს შორის და სხვა კომენტარები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში მოთხრობილია 23 წლის, ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვულ უელსელ ბილიზე.

ითვლება, რომ ბილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მაგრამ სინამდვილეში, იგი თავის თავში ავითარებს ელექტრონული მოწყობილობების დისტანციურად მართვის ნიჭს. ალბომის სიუჟეტის მსვლელობისას, იგი ესაუბრება ჯიმ ლედს, რადიოსადგურის K.A.O.S. წამყვანს და მოუთხრობს, თუ როგორ დაიჭირეს მისი ძმა ბენი, როგორ გადავიდა იგი საცხოვრებლად შტატებში, როგორ შეუძლია ნივთების მართვა. ალბომის თითქმის ბოლოს იგი განასახიერებს გლობალურ განგაშს და ბირთვული ომის დასაწყისს. თუმცა ეს მხოლოდ მისი ოინები აღმოჩნდება, რომლებიც გამოწვეულია მისივე პოზიციით - იგი თვლის, რომ მასმედია საშიშ თამაშს ჰკიდებს ხელს, როდესაც თავის საკუთარ პრინციპებს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებაზე უფრო მაღლა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Radio Waves“4:58
2.„Who Needs Information“5:55
3.„Me or Him“5:23
4.„The Powers That Be“4:36
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Sunset Strip“4:45
2.„Home“6:00
3.„Four Minutes“4:00
4.„The Tide Is Turning (After Live Aid)“5:43

ალბომისთვის აგრეთვე დაიწერა სამი სიმღერა, რომელიც არ იქნა მასში შეტანილი, მაგრამ მოხვდა სხვადასხვა სინგლებზე. ესენია: Going to Live in L.A. (ისტორია იმაზე, თუ როგორ ჩასვეს ბენი ციხეში და იმაზე, თუ როგორც გაემგზავრა ბილი შტატებში); Get Back to Radio - სიმღერა ბენიზე; Molly's Song (რომლის რამდენიმე სტრიქონიც გამოყენებულია სიმღერაში Four Minutes) - სიმღერა იმაზე, თუ როგორც იყენებდა ბილი სატელიტურ ანტენებს, რათა მოლისათვის თვალი ედევნებინა.

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომიდან გამოვიდა რამდენიმე სტანდარტული და პრომოსინგლი - „Sunset Strip“, „Radio Waves“, „The Tide Is Turning (After Live Aid)“ და „Who Needs Information“. სინგლზე „Who Needs Information“ აგრეთვე წარმოდგენილია დამატებითი სიმღერა „Molly's Song“, რომელიც 1987 წლის კონცერტებზე სრულდებოდა. „The Tide Is Turning (After Live Aid)“-ის b-მხარეებია „Money“ (პოლ კერაკის ვოკალით) და „Get Back To Radio“ (დემო-ვერსია) - კიდევ ერთი სიმღერა იგივე ციკლიდან. „Radio Waves“-ის მეორე გვერდზე წარმოდგენილია დამატებითი სიმღერა „Going To Live In L.A.“ ინფორმაცია ყველა ამ ნომერზე შეტანილია შესაბამისი სიმღერების სტატიებში (დააწკაპეთ მათ სახელწოდებებზე).

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეკანის წინა მხარეს გამოსახულია მორზეს კოდი. გრამფირფიტაზე ალბომის სათაური და ავტორი მითითებული არ არის, თუმცა CD-ზე წარმოდგენილი იყო. იაპონური CD-ის დამატების სახით წარმოდგენილია პოსტერი, რომელზეც გამოტანილია მსოფლიო რუკა და ალბომის რამდენიმე სიმღერის ფოტოილუსტრირება (მათ შორის, ჯიმ ლედის მონაწილეობით). CD-ის ყველა სახის გამოცემას ახლავს სიმღერების ტექსტები - შავ ფონზე მწვანე ფერის ასოებით.

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის აგვისტოში დაიწყო თანმხლები საკონცერტო ტურნე, რომელშიც მონაწილეობდა ჯიმ ლედიც. ეს იყო მასშტაბური ტურნე, გიგანტური ეკრანით, რომელსაც მსმენელი პინკ ფლოიდის პერიოდიდან იცნობდა. შოუ ერთგვარი ინტერაქტიული შუალედებით ივსებოდა, ითვალისწინებდა რეკლამების პაროდიების დემონსტრირებას, საუბრებს ბილისა და ჯიმს შორის, აგრეთვე დარბაზთან (დარბაზში დამონტაჟებული იყო პატარა სატელეფონო ჯიხური, სადაც მსმენელები შედიოდნენ და როჯერს ესაუბრებოდნენ).

მუსიკალური პროგრამა შედგენილი იყო ალბომის სიმღერებისა და b-მხარეებისგან, შუალედებში კი სრულდებოდა პინკ ფლოიდის შემოქმედება. კლერ ტორი მიწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდა უემბლიზე (ლონდონი), სადაც შეასრულა „The Great Gig in the Sky“.

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომისა და ტურნეს შემდეგ გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი Radio KAOS EP, რომელშიც შეტანილია ოთხი სიმღერა ალბომიდან და სატირული ნომერი „The Fish Report with a Beat“, რომელშიც თევზების ნაირსახეობათა სახელებია აღრეულია ეროტიკულ თემებთან. ნომერი აგრეთვე სრულდებოდა 1987 წლის კონცერტებზე.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • KAOS არის რეალურად არსებული სადგურის ანალოგი, რომელიც ევერგრინის კოლეჯიდან (ვაშინგტონი) მაუწყებლობს.
  • ჯიმს, რადიოწამყვანს KAOS-იდან განასახიერებს ჯიმ ლედი.
  • მორზეს კოდი ალბომის გარეკანზე აღნიშნავს: Roger Waters Radio KAOS Who Needs Information Th. უკანასკნელ გამოცემებზე მორზეს კოდში იკითხება: E Powers That Be Home The Tide Is Turning Radio Waves.
  • The Tide Is Turning (After Live Aid) ალბომს დაემატა ბედნიერი დასასრულისათვის. იგი დაიწერა მას შემდეგ, რაც როჯერ უოტერსს უნდა დაეკრა კონცერტზე Live Aid. მიუხედავად მიწვევისა, როჯერი არ გამოჩენილა ამ კონცერტზე (საგულისხმოა, რომ დევიდ გილმორი უკრავდა ბრაიან ფერის ბენდში). The Tide Is Turning დაიწერრა ტელეეთერით ნანახი კონცერტის შემდეგ.
  • ალბომის სამუშაო სახელწოდება იყო „Home“ (სახლი). უოტერსის თქმით, შინაური გარემო არის ალბომის მთავარი თემა.
  • ალბომის პროდიუსერი იენ რიჩი 2006-2008 წლებში როჯერის ბენდის შემადგენლობაში შედიოდა და უკრავდა საქსოფონზე.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწვეული შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლ ბეტჩელორი – ინჟინერის თანაშემწე
  • ნოელ დეივისი - გუნდის ხელმძღვანელი
  • ნიკ გრიფითსი - პროდიუსერი
  • კეიტ ჰეპბერნი - გარეკანის დიზაინი
  • ერიმ ჯონსი - გუნდის არანჟირება
  • კრის შელდონი - ინჟინერი
  • კევინ უაიტი - ინჟინერის თანაშემწე

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1987) უმაღლესი
პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 25
აშშ Billboard 200[4] 50

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DeGagne, Mike. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2011.
  2. Willman, კრის (28 ივნისი 1987). „Waters Widens Target“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი 2016.
  3. კრისტგოუ, რობერტ (29 დეკემბერი 1987). „Christgau's Consumer Guide“. The Village Voice. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი 2016.
  4. Roger Waters – Chart History. Artists. Billboard. ციტირების თარიღი: 14 იანვარი 2013.