The Tide Is Turning

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„The Tide Is Turning“
The Tide Is Turning გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - როჯერ უოტერსი
ალბომიდან Radio K.A.O.S.
B-მხარე Money
Get Back To Radio (დემო)
გამოსვლის თარიღი 11 მაისი 1987
6 ივნისი 1987
ფორმატი 7", 12"
ჩაიწერა 1986
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:43
ლეიბლი Columbia/CBS Records (ინგლისი)
EMI (ინგლისი)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
ნიკ გრიფითსი
როჯერ უოტერსი - სინგლების ქრონოლოგია
Who needs information
(1987)
The Tide Is Turning
(1987)
Another brick in the wall, part 2
(1990)

The Tide Is Turning (After Live Aid)როჯერ უოტერსის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Radio K.A.O.S.. იგი გამოვიდა 1987 წელს. სინგლს ასევე თან ახლავს ორი სიმღერა, „Money“ (პოლ კერაკის ვოკალით) და „Get Back To Radio“ (დემო-ვერსია.)

ისტორია[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ 1985 წელს როჯერ უოტერსმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო მარათონში Live Aid, იგი არავინ მიიწვია. ამან სიმღერის შექმნაზე უფრო მეტი გავლენა იქონია.

სიმღერას ალბომზე წინ ახლავს კომპოზიცია „Four Minutes“, სადაც ალბომის Radio K.A.O.S. მთავარი გმირი, ბილი განასახიერებს ბირთვულ კატასტროფას. ამ მხრივ, „The Tide Is Turning“ არის ალბომის პოზიტიური დასასრული.

1990 წელს ბერლინის შოუზე The Wall – Live in Berlin სიმღერა შესრულდა ჯონი მიტჩელთან, ბრაიან ადამსთან, ვენ მორისონთან, პოლ კერაკთან და სხვა მონაწილეებთან ერთად.

სინგლში აგრეთვე შეტანილია პინკ ფლოიდის სიმღერის „Money“ განსხვავებული ვერსია, შესრულებული სტუდიაში, პოლ კერაკის ვოკალის დამატებით. აგრეთვე დისკზე ჩაწერილია „Get Back To Radio“ - დემო-ჩანაწერი, რომლის დასრულებული ვერსია არ არსებობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]