Amused to Death

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amused to Death
ალბომის "Amused to Death" ყდა
Amused to Death
გამოცემის თარიღი 1 სექტემბერი, 1992
ჩაწერის თარიღი 1988–1992
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 72 წთ 45 წმ
ლეიბლი/ები Columbia
პროდიუსერ(ებ)ი როჯერ უოტერსი, ნიკ გრიფიტსი, პატრიკ ლეონარდი
ქრონოლოგია: როჯერ უოტერსი
Radio K.A.O.S.
(1987)
Amused to Death
(1992)
In the Flesh: Live
(2000)


Amused to Death არის როჯერ უოტერსის 1992 წლის სტუდიური ალბომი.

[რედაქტირება] ისტორია

Amused to Death-ში მიმოიხილება უოტერსის გაღიზიანება თანამედროვე დასავლური საზოგადოებით, რაც გამოიხატება მასმედიის და ომის კრიტიკაში. ალბომი დაფუძნებულია ნილ პოსტმენის წიგნზე Amusing Ourselves to Death, სადაც დაახლოებით იგივე თემებზეა საუბარი.

ისევე, როგორც როჯერის დანარჩენი ალბომები, ესეც კონცეფტუალური დისკია. სიუჟეტი ტრიალებს პატარა მაიმუნის ირგვლივ (რომელშიც ადამიანი იგულისხმება) - იგი ზის ტელევიზორთან და არხებს რთავს. ალბომის მსვლელობისას ჩვენ არაერთ თემას ვხვდებით - აქ არის პოლიტიკური და სოციალური მოტივები, სპარსეთის ყურის ომის, ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის ისტორიები.

ალბომი წარმოდგენილია QSound - ეს არის ისეთი ჟღერადობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვისმინოთ ალბომი ოთხ აუდიოდინამიკს შორის, რაც სხვადასხვა ხმოვანი ეფექტის უფრო რეალისტურ შეგრძნებას ტოვებს.

ალბომზე მოწვეული სტუმრების სახით უკრავენ და მღერიან - ჯეფ ბეკი (გიტარა - 1, 2, 10, 11, 12, 13 და 14 სიმღერები), ბი ჯეი კოული (გიტარა - 3 და 4 სიმღერები), დონ ჰენლი (Watching TV). ასევე, ჯგუფის რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი ბას-გიტარისტმა ფლიმ ამ ალბომის სიმღერისათვის "It's a Miracle" ჩაწერა ბას-გიტარის პარტია, მაგრამ ეს იყო სიმღერის განსხვავებული ვერსია, რომელიც ალბომში არ შეიტანეს.

Amused to Death მოხვდა ამერიკული ბილბორდის ჩარტის #21 ადგილზე, რასაც ხელი შეუწყო სინგლმა "What God Wants, Part I" (#4 ბილბორდიოს ჩარტში).

ალბომის მხარდასაჭერად ტური არ ჩატარებულა, რადგანაც უოტერსს ჰქონდა იგი განზრახული მინიმუმ 2 მილიონი დისკის გაყიდვის შემთხვევაში. 1 წლის შემდეგ არ გაყიდულა ამ ალბომის 1 მილიონი ასლიც, მაგრამ რამდენიმე სიმღერა სრულდებოდა როჯერის 1999, 2000, 2002, 2006 და 2007 წლების ტურებზე.

მუსიკალურად ეს ალბომი აკმაყოფილებს პინკ ფლოიდის გამოცდილი მსმენელის გემოვნებასაც, რადგანაც აბსოლუტურად დახვეწილი ნამუშევარია, ორიგინალური მელოდიებით, ღრმა ჟღერადობით და მხოლოდ უოტერსისათვის დამახასიათებელი ტექსტებით.

[რედაქტირება] სიმღერები

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. "The Ballad of Bill Hubbard"   4:19
2. "What God Wants, ნაწილი I"   6:00
3. "Perfect Sense, ნაწილი I"   4:16
4. "Perfect Sense, ნაწილი II"   2:50
5. "The Bravery of Being Out of Range"   4:43
6. "Late Home Tonight, ნაწილი I"   4:00
7. "Late Home Tonight, ნაწილი II"   2:13
8. "Too Much Rope"   5:47
9. "What God Wants, ნაწილი II"   3:41
10. "What God Wants, ნაწილი III"   4:08
11. "Watching TV"   6:07
12. "Three Wishes"   6:50
13. "It's a Miracle"   8:30
14. "Amused to Death"   9:06


მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/Amused_to_Death"-დან
პირადი ხელსაწყოები