What God Wants, Part 1

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„What God Wants, Part 1“
What God Wants, Part 1 გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - როჯერ უოტერსი
ალბომიდან Amused to Death
გამოსვლის თარიღი 17 სექტემბერი 1992
ჩაიწერა 1992
ჟანრი პროგრესული როკი
ლეიბლი Columbia/CBS Records
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
როჯერ უოტერსი - სინგლების ქრონოლოგია
The Tide Is Turning
(1987)
What God Wants, Part 1
(1992)
The Bravery of Being Out of Range
(1992)

What God Wants, Part 1როჯერ უოტერსის სინგლი და სიმღერა ალბომიდან Amused to Death. იგი გამოვიდა 1992 წლის 17 სექტემბერს.

ისტორია[რედაქტირება]

What God Wants იყოფა სამ ნაწილად, ისევე როგორც „Another Brick in the Wall“. ასევე იდენტურია ის, რომ სამივე ნაწილში გამოიყენება ბას გიტარის ერთი და იგივე ხაზი.[1] მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სამ ნაწილად იყოფა, სინგლზე მხოლოდ პირველი გამოვიდა.

სიმღერაში საუბარია რელიგიურ დოგმებსა და რაიმე საკითხის პატივისცემაზე, მატერიალიზმსა და მოხმარებაზე. მთლიანობაში, წარმოდგენილია უბრალო შესაბამისობა: თუ როგორ შეუძლია ადამიანს რომელიმე საკითხისადმი ერთგულება, არა მხოლოდ სურვილის, არამედ მორჩილების გამო.

სიმღერაში მთავარ სოლოს გიტარაზე ასრულებს ჯეფ ბეკი.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

ასევე გამოვიდა სიმღერის მუსიკალური ვიდეო. მასში ნაჩვენებია გორილები, რომლებიც სხედან ტელევიზორთან. სხვა კადრებში ჩნდებიან ცხოველები. კლიპის რეჟისორია ტონი კეი, ხოლო პროდიუსერი - სარა უისლერი. გამოვიდა კლიპის ალტერნატიული ვერსიაც, რომელშიც გამოყენებულია სტუდიური კადრები ჯეფ ბეკის მონაწილეობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Pink Floyd and Company - Roger Waters Interviews. Pinkfloyd-co.com. წაკითხვის თარიღი: 2013-01-01.