20 Forthlin Road

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორტლინ როუდის 20 - პოლ მაკ-კარტნის ბავშვობის სახლი

ფორტლინ როუდის 20 (ინგ. 20 Forthlin Road) წარმოადგენს ნაციონალური ფონდის საკუთრებას, რომელიც მდებარეობს ლივერპულში (ინგლისი), მერსისაიდის დასახლებაში. ესაა სახლი, რომელშიც რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა პოლ მაკ-კარტნი, სანამ ის ”ბითლზის” დიდების ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. ეს სახლი ასევე ეკუთვნოდა მის ძმას მაიკსაც.

ისტორია[რედაქტირება]

სახლი აშენებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელშიც მაკარტნების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად 1955 წელს. 1965 წელს პოლმა მამამის ჯეიმსს უყიდა სახლი უირალში. სახლი ნაციონალური ფონდის საკუთრებაშია 1995 წლიდან. ფონდი ამ სახლს მოიხსენიებს ”ადგილად, სადაც დაიბადა ბითლზი”, ვინაიდან ესაა ის სახლი, სადაც ”ბითლზი” ატარებდა რეპეტიციებს და წერდა ადრეულ სიმღერებს.

სახლი ასევე ჯგუფ ”The Scaffold”-ის დაბადების ადგილადაც იქცა, სადაც უკრავდა მაიკ მაკ-კარტნი.

ბოლო წლებში[რედაქტირება]

ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა (Magical Mystery Tour) ჩერდება ამ სახლთან, რათა ტურისტებმა გარედან შეავლონ მას თვალი. შენობის შიგნით ვიზიტის უფლებას იძლევა ნაციონალური ფონდი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=20_Forthlin_Road&oldid=2390665“-დან