ლენონი/მაკ-კარტნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლენონი/მაკ-კარტნი — ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის, როგორც სიმღერების ავტორების შემოქმედებითი დუეტის სახელწოდება. 1962-1969 წლებში მათ ერთად დაახლოებით 180 სიმღერა შექმნეს, რომელთა უმეტესობა ჩაწერილი იქნა ბითლზის მიერ და შეტანილია მათ სტუდიურ ალბომებსა თუ კრებულებში. განსხვავებით მსგავსი შემოქმედებითი თანამშრომლობებისგან, ლენონიც და მაკ-კარტნიც სიმღერისა და მუსიკის ავტორები იყვნენ.
ლენონისა და მაკ-კარტნის ერთობლივმა სიმღერებმა არაერთი ქავერ-ვერსიის სახე შეიძინეს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, სიმღერა „Yesterday“ დღესდღეობით კვლავ სარეკორდო რაოდენობის ქავერ-ვერსიების სახით არის წარმოდგენილი.[1]
სქოლიო [რედაქტირება]