Plastic Ono Band

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Plastic Ono Band

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც John Lennon/Plastic Ono Band, Yoko Ono/Plastic Ono Band, Plastic Ono Nuclear Band, Plastic U.F. Ono Band, Plastic Ono Mothers
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი, ექსპერიმენტული მუსიკა, არტ-როკი
აქტიური 1969–1975
2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Apple
Chimera Music
წევრები იოკო ონო
შონ ლენონი
იუკა ჰონდა
კეიგო იოამადა
შიმი ჰიროტაკა შიმიცუ
იუკო არაკი
ყოფილი წევრები ჯონ ლენონი
კლაუს ფორმანი
ალან უაიტი
რინგო სტარი
ფილ სპექტორი
ბილი პრესტონი
ბობი კიზი
ჯიმ კელტნერი
ჯიმ გორდონი
კრის ოსბორნი
ჯორჯ ჰარისონი
ნიკი ჰოპკინზი
კით მუნი
დელეინი ბრემლეტი
ერიკ კლეპტონი
სტენ ბრონსტაინი
უეინ „ტექს“ გებრიელი
რიჩარდ ფრენკ უმცრ.
ადამ იპოლიტო
გერი ვან სკაიოკი
ეინსლი დანბერი
ბობ ჰარისი
ჰოვარდ კეილენი
ჯიმ პონზი
დონ პრესტონი
იენ ანდერვუდი
მარკ ვოლმენი
ფრენკ ზაპა
ტონი გრიგლი
საიტი yopob.com

Plastic Ono Band — ჯგუფის კონცეფცია, რომელიც ჯონ ლენონის და იოკო ონოს მიერ The Beatles-ის დაშლამდე იქნა შემუშავებული.

1968 წელს, ექსპერიმენტულ ალბომზე Unfinished Music No.1: Two Virgins მუშაობისას ლენონმა და ონომ ჩამოაყალიბეს პირადი და შემოქმედებითი ურთიერთობები. მეორე ნაწილის, Unfinished Music No.2: Life with the Lions (1969) შემდეგ გადაყწდა, რომ ყველა მომავალი თანამშრომლობა კონცეპტუალურ და კოლაბორაციულ მექანიზმს დაექვემდებარებოდა, რომელსაც Plastic Ono Band ეწოდებოდა.

პროექტის განვითარებასთან ერთად, სახელწოდება უკვე წარმოადგენდა შემდგომი თანამშრომლობების მთელ რიგს, სადაც ლენონი და ონო წარმოდგენილები იყვნენ მარტო ან ცალ-ცალკე, დამატებითი მუსიკოსების მონაწილეობით. ერთ-ერთ შემადგენლობაში შედიოდნენ კლაუს ფორმანი, Yes-ის დრამერი ალან უაიტი და ერიკ კლეპტონი, აგრეთვე სხვა შემსრულებლები - ჯორჯ ჰარისონი, Delaney & Bonnie and Friends, The Who-ს დრამერი კით მუნი, ნიუ-იორკული ჯგუფი Elephant's Memory, ბილი პრესტონი, ნიკი ჰოპკინზი, ფილ სპექტორი და დრამერი ჯიმ კელტნერი.

2009 წელს პროექტი აღდგა და მასში შევიდნენ შონ ლენონი, კორნელიუსი და იუკა ჰონდა. ამას მოჰყვა თანამშრომლობა სხვადასხვა შემსრულებელთან რომელთა შორის არიან კიმ გორდონი, თერსტონ მური, ბეტი მიდლერი, ლედი გაგა, მარკ რონსონი, Scissor Sisters, ჰარპერ საიმონი, პოლ საიმონი და ჯინ უინი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]