Number 9 Dream

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„#9 Dream“
#9 Dream გარეკანი
სინგლი, შემსრულებელი - ჯონ ლენონი
ალბომიდან Walls and Bridges
B-მხარე "What You Got"
გამოსვლის თარიღი 31 იანვარი 1975
ფორმატი 7"
ჩაიწერა 1974
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 4:44
ლეიბლი Apple Records R6003
პროდიუსერი ჯონ ლენონი
ჯონ ლენონი - სინგლების ქრონოლოგია
"Whatever Gets You Thru the Night"
(1974)
"#9 Dream"
(1975)
"Stand by Me"
(1975)

#9 Dream — ინგლისელი მომღერლის ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც შესულია მის 1974 წლის ალბომში Walls and Bridges. 1975 წლის იანვარში მოხდა ამ სიმღერის სინგლად გამოშვება. მის B-მხარეს შეტანილია სიმღერა "What You Got". ამ პერიოდში მომღერლის პირად ცხოვრებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება - ის დროებით დაშორდა იოკო ონოს და ურთიერთობები ჰქონდა მეი პენგთან.

ამ სიმღერის ჩაწერაში ლენონს სხვა ცნობილი მომღერლებიც ეხმარებოდნენ. მოგვიანებით სიმღერის საკუთარი ქავერ-ვერსია ამერიკულმა როკ ჯგუფმა R.E.M.-მაც შეასრულა, მათ ეს სიმღერა სინგლის სახით გამოუშვეს.

სიმღერები[რედაქტირება]

  1. "#9 Dream" - 4:44
  2. "What You Got" - 3:06
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Number_9_Dream&oldid=2704874“-დან