Imagine (სიმღერა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| „Imagine“ | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - ჯონ ლენონი | ||
| ალბომიდან Imagine | ||
| B-მხარე | „It's So Hard“ ( „Working Class Hero“ ( |
|
| გამოსვლის თარიღი | 11 ოქტომბერი 1971 (აშშ) 24 ოქტომბერი 1975 (გ.ს) |
|
| ფორმატი | 7" გრამფირფიტა | |
| ჩაიწერა | 1971 | |
| ჟანრი | როკი | |
| ხანგრძლივობა | 3:02 | |
| ლეიბლი | Apple | |
| პროდიუსერი | ჯონ ლენონი, იოკო ონო და ფილ სპექტორი | |
| ჯონ ლენონი - სინგლების ქრონოლოგია | ||
| "Stand by Me" (1975) |
"Imagine"/"It's So Hard" (აშშ, 1971) |
"Happy Xmas (War Is Over)" (1971) |
„Imagine“ — ინგლისელ მუსიკოს ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც შესულია მის 1971 წლის ალბომში Imagine. იგი სინგლის სახით გამოიცა აშშ-ში, სადაც მან უმაღლეს ადგილს მიაღწია ჩარტებში. იქ სინგლმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. ეს სიმღერა მომღერლისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ჯგუფი ბითლზი. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი სოლო სიმღერაა ჯონ ლენონისთვის. სიმღერამ გამოსვლისთანავე უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად იგი შესულია მსოფლიოს საუკეთესო 500 სიმღერას შორის. ჟურნალმა როლინგ სტოუნი ეს სიმღერა შეიყვანა მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი სიმღერებში, მესამე პოზიციაზე.[1]. „Imagine“ სხვადასხვა დროს საკუთარი ინტერპრეტაციით წარდგენილი იქნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების მიერ.
პერსონალი [რედაქტირება]
- ჯონ ლენონი: ვოკალი, ფორტეპიანო
- კლაუს ვურმანი: ბას-გიტარა
- ნიკი ჰოპკინსი: ფორტეპიანო
- ალან უაიტი: დასარტყმელი საკრავები
- The Flux Fiddlers: სიმებიანი ინსტრუმენტების სექცია
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ The RS 500 Greatest Songs of All Time. Rolling Stone (2004-12-09). წაკითხვის თარიღი: 2009-07-17.
|
||||||||