უფრო პოპულარული ვიდრე იესო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბითლზის ისტორია
ქუორიმენი
ჰამბურგი
კევერნის კლუბი
შეხვედრა Decca-სთან
ბითლომანია ბრიტანეთში
აშშ გამოცემები
ამერიკის დაპყრობა
1966 წელი
უფრო პოპულარული ვიდრე იესო
მოგზაურობა რიშიკეშში
დაშლა
გაერთიანებები
ჯგუფები ბითლზის წევრების მონაწილეობით
ქრონოლოგია

ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესოჯონ ლენონის ცნობილი გამოთქმა.

ისტორია[რედაქტირება]

1966 წლის აგვისტოში აგორდა სკანდალი მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონის მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ "ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო" გაიჟღერა ახალგაზრდულ ჟურნალში Datebook. ეს ფრაზა ლენონმა წარმოთქვა ჟურნალისტ მორინ კლივთან ინტერვიუს დროს, როდესაც საუბარი შეეხო ბითლზის წევრთა პირად ცხოვრებას. როდესაც 1966 წლის მარტში ეს ინტერვიუ დაიბეჭდა ბრიტანეთში, რეაქცია მასზე არ ყოფილა.

1966 წლის აგვისტოში, ინტერვიუს დაბეჭდვიდან ხუთი თვის შემდეგ Datebook-მა ციტირების სახით ახსენა ლენონის ფრაზა და აშშ-ში ნამდვილი საპროტესტო ტალღა აგორდა. ბითლზის ჩანაწერებს საჯაროდ წვავდნენ, კონცერტები უქმდებოდა, ხოლო ჯგუფს ურეკავდნენ სხვადასხვა პირები, რომლებიც ღიად ემუქრებოდნენ მის წევრებს. პროტესტი შეეხო სხვა ქვეყნებს, რომელთა შორის იყვნენ მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და ესპანეთი. ადგილი ჰქონდა ანტი-ბითლურ დემონსტრაციებს, ხოლო ადგილობრივი რადიოსადგურების ეთერიდან ქრებოდა მათი ჩანაწერები.

ამ პრობლემებს ადგილი ჰქონდა ჯგუფის 1966 წლის აშშ ტურის დაწყების წინ. რეაქციამ ბითლზის მიმართ კინაღამ აიძულა მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი, გაეუქმებინა ყველა დაგეგმილი კონცერტი. ამიტომ აშშ-ში შედგა ორი პრეს-კონფერენცია, რომელზეც ეპსტაინმა და ლენონმა მწუხარება გამოთქვეს იმის გამო, რომ კონკრეტული წინადადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. იქვე დამსწრე ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლენონი თავის განცხადებაში მხოლოდ ხაზს უსვამდა იმას, რასაც თავად ეკლესია აცხადებდა ქრისტიანობის უარყოფის თაობაზე. ტური გაგრძელდა, მაგრამ ყველგან არეულობა ახლდა, რასაც თან ერთვოდა კუ-კლუქს-კლანის მხრიდან საპროტესტო აქციები. ერთ-ერთ კონცერტზე გაჩნდა ეჭვი, თითქოს ჯგუფის წევრებს სასროლ იარაღსაც უმიზნებდნენ. 1966-1970 წლებში, დაშლამდე, ჯგუფმა კომერციული კონცერტის ჩატარებას ვეტო დაადო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]