100 უდიდესი ბრიტანელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
100 უდიდესი ბრიტანელი — BBC-ის ეთერში 2002 წელს გასული გადაცემა. იგი დაფუძნებული იყო ბრიტანელი საზოგადოების იმ საყოველთაო გამოკვლევაზე, რომლის მიხედვითაც დადგინდა ბრიტანეთის ისტორიაში 100 ყველაზე გამოჩენილი მოღვაწის ვინაობა. პროგრამა „უდიდესი ბრიტანელები“ შეიცავს ასევე ტოპ-ათეულსაც, რომლის არც ერთი წევრი გადაცემის დროისათვის უკვე არ იყო ცოცხალი.
სიის ტოპ-ათეული [რედაქტირება]
| რიგი | სახელი | დრო | სურათი | საქმიანობა | სახელი გაითქვა |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | სერ უინსტონ ჩერჩილი | (1874–1965) | პოლიტიკოსი | ბრიტანელი პოლიტიკოსი და პრემიერ მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს. | |
| 2 | იზამბად კინგდომ ბრუნელი | (1806–1859) | ინჟინერი | ინჟინერ-მშენებელი, Great Western Railway-ის შემქმნელი და მრავალი მნიშვნელოვანი ხომალდის ამწყობი. | |
| 3 | დიანა სპენსერი | (1961–1997) | ფილანტროპი | უელსის პრინც ჩარლის პირველი ცოლი (ქორწინების პერიოდი 1981–1996) და პრინც უილიამის დედა | |
| 4 | ჩარლზ დარვინი | (1809–1882) | ბუნებისმეტყველი | ნატურალისტი, ბუნებრივი შერჩევის ევოლუციის თეორიის შემქმნელი და ავტორი წიგნისა სახეობათა წარმოშობის შესახებ. | |
| 5 | უილიამ შექსპირი | (1564–1616) | პოეტი | ინგლისელი პოეტი და სცენარისტი. | |
| 6 | სერ ისააკ ნიუტონი | (1642–1727) | ფიზიკოსი | ფიზიკოსი, კლასიკური მექანიკისა და გრავიტაციის კანონების შემქმნელი. | |
| 7 | ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ I | (1533–1603) | დედოფალი | მონარქი, მეფობდა 1558–1603 წლებში. | |
| 8 | ჯონ ლენონი | (1940–1980) | მუსიკოსი | მუსიკოსი, ”ბითლზის” დამფუძნებელი, ქველმოქმედი, მშვიდობის აქტივისტი, მსახიობი. | |
| 9 | ვიცე-ადმირალი ჰორაციო ნელსონი | (1758–1805) | საზღვაო მეთაური | ამოჩენილი მხედართმთავარი. | |
| 10 | ოლივერ კრომველი | (1599–1658) | პროტექტორი | სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი. |
სტატიის