The Beatles (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Beatles
სტუდიური ალბომი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი 1968
ჩაწერის თარიღი ები-როუდისა და ტრიდენტის სტუდიები, 30 მაისი 196814 ოქტომბერი 1964
ჟანრი როკ-ენ-როლი, ავანგარდული მუსიკა, ექსპერიმენტული მუსიკა
ხანგრძლივობა 93:35
ლეიბლი Apple, Parlophone, EMI
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი, კრის თომასი
ბითლზი - ქრონოლოგია
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
(1967)
The Beatles
(1968)
Yellow Submarine
(1969)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars
Blender 5/5 stars[1]
The Daily Telegraph 5/5 stars[2]
Pitchfork Media (10/10)[3]
PopMatters 10/10 stars[4]
Slant Magazine 4.5/5 stars[5]

The Beatles — ჯგუფ ბითლზის სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1968 წლის 22 ნოემბერს. ამ ალბომს ხშირად The White Album (ინგლ. თეთრი ალბომი) უწოდებენ, მისი თეთრი გარეკანის გამო, რომელიც მოიგონა პოპ არტის ჟანრში მოღვაწე მხატვარმა რიჩარდ ჰამილტონმა. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად დისკს A Doll's House ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სახელწოდება შეცვალეს.

წინაისტორია[რედაქტირება]

სიმღერების უმრავლესობა შეიქმნა 1968 წელს, ჯგუფის ინდოეთში მოგზაურობის გავლენით. იქ ოთხეული ესწრებოდა მაჰარიში მაჰეშ იოგის ტრანსცენდენტული მედიცინის სეანსებს. თუმცა, ეს ჯგუფისათვის უფრო სხვა პრობლემებისგან დასვენების საბაბი იყო. მომავალი ალბომისთვის შეგროვდა სიმღერები, რომლებსაც კოლექტივი უმთავრესად წარუმატებელ მასალად თვლიდა, თუმცა ლენონი აღიარებდა, რომ ზოგიერთი საუკეთესო სიმღერა სწორედ თეთრი ალბომისთვის დაწერა.

ინდური ცერემონიების მიმართ ინტერესი ჯერ რინგომ, შემდეგ პოლმა დაკარგა, ლენონმა და ჯორჯმა ინდოეთი ერთად დატოვეს. ლენონზე განსაკუთრებულად იმოქმედა დაუდასტურებელმა ინფორმაციამ, თითქოს მაჰარიშის ჰქონდა სექსუალური ლტოვა მია ფეროუს მიმართ, რომელიც ასევე თან ახლდა ბითლზს ამ მოგზაურობისას. მოგვიანებით ლენონმა მაჰარიშის მაკრიტიკებელი სიმღერაც კი დაწერა, Sexy Sadie.

1968 წლის მაისში ოთხეული შეიკრიბა და დემო ვერსიების სახით ჩაწერა 23 სიმღერა, რომელთა უმრავლესობის შავი ვერსია დაიწერა ინდოეთში.

ხმისჩამწერი სესიები[რედაქტირება]

ჩაწერის სესიები მიმდინარეობდა 1968 წლის მაისიდან ოქტომბრამდე, უკვე ნაცნობ ები-როუდის სტუდიებში, ხოლო სესიების ნაწილი ჩატარდა სტუდიაში ტრიდენტი. ეს სესიები უდისციპლინოდ და სპონტანურად მიმდინარეობდა, ჯგუფში ბევრი დაძაბულობა იყო. პარალელურად გაიხსნა კომპანია Apple Corps, რომელიც დამატებითი სტრესის მიზეზად იქცა.

აგრეთვე, სწორედ აქ, პირველად სტუდიაში გამოჩნდა ლენონის ახალი საყვარელი, იოკო ონო. მოგვიანებით იგი ჩნდებოდა ბითლზის ყველა სესიაზე. მაგრამ ჯგუფში კონფლიქტები მის მოსვლამდეც იყო, რაც უარყოფს იმ ფაქტს, თითქოს იოკომ დაშალა ბითლზი.

24 საათიანი სესია ჩატარდა მხოლოდ ერთხელ - ეს იყო ალბომის საბოლოო მიქსის პროცესი, რომელსაც მხოლოდ ლენონი, მაკ-კარტნი და პროდიუსერი ჯორჯ მარტინი ესწრებოდნენ.

სტუდიური უთანხმოებები[რედაქტირება]

ალბომის ოფიციალური სახელწოდება ბითლზი იყო, მაგრამ სინამდვილეში იგი უმთავრესად სოლო-ნამუშევრებს წარმოადგენდა. სამუშაო ატმოსფერო ამ ალბომით შეიცვალა. მაკ-კარტნი ხოლო მარტო იჯდა სტუდიაში და საკუთარ პარტიებს იწერდა, პარალელურად სხვა სტუდიაში ამას ლენონი აკეთებდა. ჯორჯ მარტინი ერთხელ გაღიაზიანებულიც კი იყო ამ სიტუაციით და მთელი სამუშაო დაუტოვა პროდიუსერ კრის თომასს

მარტინი ასევე აღნიშნავდა, რომ ჯგუფთან მუშაობის სტილი მისი მხრიდან შეიცვალა, მას აკვირვებდა ხანგრძლივი იმპროვიზაციები, რომლებიც მკვეთრად მოსაწყენი იყო. ხმის ინჟინერმა ჯეფ ემერიკმა, რომელიც მუშაობდა ოთხეულთან ალბომიდან Revolver მოყოლებული, სამუდამოდ დატოვა სტუდია, რადგანაც მას ასევე მობეზრდა ეს დაუსრულებელი სესიები.

თუმცა, ეს არა მხოლოდ სტუდიის გუნდს ეხებოდა. 22 აგვისტოს რინგომ ასევე დატოვა სტუდია და ახსნა ეს იმით, რომ მისი როლი უფრო მცირე იყო, ვიდრე სხვა წევრების და იგი დაიღალა ამ სამუშაოთი. თუმცა, ორი კვირის შემდეგ დანარჩენმა სამეულმა მას სთხოვა დაბრუნება. სტარის არყოფნისას პოლმა ჩაწერა დასარტყამი ინსტრუმენტების პარტიები სიმღერებისათვის Back in the U.S.S.R. და Dear Prudence. რინგო გაოცდა, როდესაც თავის დასარტყამები ლამაზად მორთული ნახა, წარწერით კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

სხვა მუსიკოსები[რედაქტირება]

ერიკ კლეპტონი, ჰარისონის თხოვნით მოვიდა სტუდიაში და ჩაწერა პარტია სიმღერისათვის While My Guitar Gently Weeps, მოგვიანებით კი ჯორჯი თანამშრომლობდა მასთან.

ასევე ცნობილია, რომ სიმღერაში Revolution ფორტეპიანოზე უკრავდა ნიკი ჰოპკინზი. მელოტრონზე სიმღერაში The Continuing Story of Bungalow Bill უკრავს კრის თომასი. ასევე გამოყენებული იქნა ორკესტრი და დამატებითი გუნდი, რომელიც ჟღერს სიმღერაში Good Night.

ტექნიკური აღჭურვილობა[რედაქტირება]

ჩაწერის დროს გამოიყენებოდა უკვე 8 ფირიანი ჩამწერი მანქანა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა 4 ფირიანი მანქანის ტრადიციების გამოყენებისგან. ამ მხრივ აღსანიშნავია ტრიდენტში ჩაწერილი Hey Jude და Dear Prudence. 8 ფირიანი მანქანა დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა სტუდიის საწყობში, რამაც გააოცა ოთხეული და ყველამ ისურვა ჩანაწერების მისი საშუალებით განხორციელება.

სიმღერების სია[რედაქტირება]

გრამფირფიტა[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა ცალკე აღნიშნულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Back in the U.S.S.R.   2:43
2. Dear Prudence   3:56
3. Glass Onion   2:17
4. Ob-La-Di, Ob-La-Da   3:08
5. Wild Honey Pie   0:52
6. The Continuing Story of Bungalow Bill   3:14
7. While My Guitar Gently Weeps (ჯორჯ ჰარისონი) 4:45
8. Happiness Is a Warm Gun   2:43
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Martha My Dear   2:28
2. I'm So Tired   2:03
3. Blackbird   2:18
4. Piggies (ჯორჯ ჰარისონი) 2:04
5. Rocky Raccoon   3:32
6. Don't Pass Me By (რინგო სტარი) 3:50
7. Why Don't We Do It in the Road?   1:41
8. I Will   1:46
9. Julia   2:54
მხარე 3
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Birthday   2:42
2. Yer Blues   4:01
3. Mother Nature's Son   2:48
4. Everybody's Got Something to Hide Except Me and My Monkey   2:24
5. Sexy Sadie   3:15
6. Helter Skelter   4:29
7. Long, Long, Long (ჯორჯ ჰარისონი) 3:04
მხარე 4
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Revolution 1   4:15
2. Honey Pie   2:41
3. Savoy Truffle (ჯორჯ ჰარისონი) 2:54
4. Cry Baby Cry   3:01
5. Revolution 9   8:22
6. Good Night   3:11

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Du Noyer, Paul. Review — The Beatles. Blender. წაკითხვის თარიღი: 19 May 2010.
  2. McCormick, Neil (2009-09-08). The Beatles - The Beatles, review. Telegraph. წაკითხვის თარიღი: 2011-11-07.
  3. Richardson, Mark (10 September 2009). Album Review: The Beatles: The Beatles. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 19 May 2010.
  4. Zupko, Sarah. The Beatles: White Album. PopMatters. წაკითხვის თარიღი: 19 May 2010.
  5. Henderson, Eric (2004-08-02). The Beatles: The Beatles (The White Album). Slant Magazine. წაკითხვის თარიღი: 2011-11-07.