Happy Xmas (War Is Over)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| „Happy Xmas (War Is Over)“ | ||
|---|---|---|
| სინგლი, შემსრულებელი - ჯონ ლენონი | ||
| B-მხარე | Listen, the Snow Is Falling | |
| გამოსვლის თარიღი | 6 დეკემბერი 1971 (აშშ) 24 ნოემბერი 1972 (გ.ს) |
|
| ფორმატი | 7" კასეტა | |
| ჩაიწერა | ოქტომბერი 1971 | |
| ჟანრი | როკი, პოპი, საშობაო | |
| ხანგრძლივობა | 3:37 | |
| ლეიბლი | EMI, Parlophone, Apple | |
| პროდიუსერი | ფილ სპექტორი, ჯონ ლენონი და იოკო ონო | |
| ჯონ ლენონი - სინგლების ქრონოლოგია | ||
| Imagine (1971) |
Happy Xmas (War Is Over) (1972) |
Mind Games (1973) |
Happy Xmas (War Is Over) — ჯონ ლენონის და იოკო ონოს საშობაო სიმღერა. სიმღერა შეიქმნა იმ დროს როდესაც ჯონ ლენონი ჯგუფ Plastic Ono Band-ში მოღვაწეობდა. სიმღერა ჩაიწერა რეკორდ პლენტის სტუდიაში ქალაქ ნიუ-იორკში, 1971 წლის ოქტომბერში. ამ სიმღერის პროდიუსერი ასევე იყო ფილ სპექტორი. მოგვიანებით ამ სიმღერას დამატებით ახალი სახელი „War is Over“ ეწოდა.
ეს სიმღერა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ იყო მიმართული და ანტისაომარი მოძრაობის ნამდვილ ჰიმნად იქცა.
ეს სიმღერა მრავალმა ცნობილმა თუ არაცნობილმა მომღერალმა შეასრულა, მათგან აღსანიშნავია: სელინ დიონი, The Fray, ტარია ტურუნენი, ჯგუფი Maroon 5 და სხვები.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||