ბანგორი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბანგორი — ქალაქი გვინედში, უელსის ჩრდილო-დასავლეთით. იგი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ქალაქია. ბანგორი ძირითადად საუნივერსიტეტო ქალაქის სახეს ატარებს. მისი მოსახლეობა 2001 წელს 13725-ს შეადგენდა (გარდა ბანგორის უნივერსიტეტის 10000 სტუდენტისა). უელსში არსებული დასახლებებიდან ბანგორი არის ერთ-ერთი ექვსიდან, რომელსაც ქალაქის სტატუსი აქვს მინიჭებული, მიუხედავად იმისა, რომ დასახლების მხრივ იგი უელსში 36-ე ადგილზეა. 2001 წლის აღწერით, მოსახლეობის არასტუდენტური ნაწილის 46.6% საუბრობს უელსურ ენაზე, რაც გვინედისათვის დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ქალაქში ენა პოპულარულია. [1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბანგორი საიტზე Open Directory Project
/