Imagine (ალბომი)
| Imagine | ||
| Imagine | ||
| გამოცემის თარიღი | 9 სექტემბერი 1971 8 ოქტომბერი 1971 |
|
| ჩაწერის თარიღი | 23 ივნისი 1971 – 5 ივლისი 1971 სტუდია ესკოტი, სიმებიანი ინსტრუმენტების პარტია - ივლისი, 1971, ნიუ-იორკი | |
| ჟანრი | როკ-მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 39:29 | |
| ლეიბლი | Apple/EMI | |
| პროდიუსერი | ჯონ ლენონი, იოკო ონო, ფილ სპეკტორი | |
| ქრონოლოგია: ჯონ ლენონი | ||
|---|---|---|
| John Lennon/Plastic Ono Band (1970) |
Imagine (1971) |
Some Time in New York City (1972) |
| სინგლები ალბომიდან Imagine | ||
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| რობერტ კრისტგოუ | (A)[2] |
| Rolling Stone | (სხვადასხვა)[3] |
| MusicHound | |
Imagine — ჯონ ლენონის მეორე სტუდიური სოლო-ალბომი, რომელიც ითვლება მუსიკოსის შემოქმედების პიკად.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
სიმღერების უმეტესობა ჩაწერილი იქნა სტუდიაში ესკოტი, ხოლო სიმებიანი ინსტრუმენტების პარტიები - შემდგომში, ნიუ-იორკის სხვა სტუდიაში, Record Plant. ისევე როგორც წინა ალბომზე, პროდიუსერის სახით სტუდიაში მუსიკოსებს შეუერთდა ფილ სპექტორი. ალბომის ჩაწერა ასევე ასახულია დოკუმენტურ ფილმში Gimme Some Truth: The Making of John Lennon's Imagine.
სასათაურო Imagine იქცა ლენონის ყველაზე ცნობილ სიმღერად, რომელიც მშვიდობის ერთგვარ ჰიმნად ითვლება. ასევე ძალიან პოპულარული გახდა Jealous Guy, ჰარმონიული ბალადა. ეს უკანასკნელი სინამდვილეში დაიწერა ინდოეთში 1968 წელს. ორი კომპოზიცია, Oh My Love და How? დაიწერა სპეციალური თერაპიის სეანსების გავლენით და საკმაოდ პირადულ ხასიათს ატარებს.
ლენონმა ასევე ხაზი გაუსვა თავის როკ ენ როლურ ფესვებს სიმღერებით Crippled Inside და It's So Hard. Gimme Some Truth, რომელიც ჯერ კიდევ ალბომის Let it be დროის იწერებოდა, ამ დისკზე ახალი ტექსტით ჩნდება. პოლიტიკურ ელფერს ატარებს I Don't Wanna Be a Soldier
ალბომის ჩაწერაში ასევე მონაწილეობდა ჯორჯ ჰარისონი, მისი წვლილიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სიმღერა How Do You Sleep?, რომელშიც ლენონი აკრიტიკებს ყოფილი კოლეგის, პოლ მაკ-კარტნის პიროვნებას. წლების შემდეგ ლენონმა აღნიშნა, რომ ეს კომპოზიცია უფრო მეტად საკუთარი თავის კრიტიკა იყო.
ალბომის პირველ გამოცემებს თან ახლდა საფოსტო ბარათი, რომელზეც ჯონი დგას ღორთან ერთად - ეს იყო პაროდია მაკ-კარტნის ალბომის Ram ყდაზე. შემდგომ გამოცემებში, განსაკუთრებით კი, კომპაქტ დისკებში ეს ბარათი ამოღებული იქნა და თან ახლდა თავად ალბომის ბუკლეტებს.
სიმღერების სია [რედაქტირება]
ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ლენონი, გარდა მითითებულისა
მხარე 1 [რედაქტირება]
- Imagine - 3:01
- Crippled Inside - 3:47
- Jealous Guy - 4:14
- It's So Hard - 2:25
- I Don't Want to Be a Soldier, Mama, I Don't Want to Die - 6:05
მხარე 2 [რედაქტირება]
- Gimme Some Truth - 3:16
- Oh My Love - 2:44 (ლენონი-ონო)
- How Do You Sleep? - 5:36
- How? - 3:43
- Oh Yoko! - 4:20
პერსონალი [რედაქტირება]
- ჯონ ლენონი – ვოკალი, აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები, ფორტეპიანო, ჰარმონიკა (10), სტვენა (3)
- ჯონ ბარჰემი – ჰარმონიუმი (3), კლავიშიანი ინსტრუმენტები, ვიბრაფონი (9)
- სტივ ბრენდელი - ვერტიკალური ბასი (2), მარაკასი (5)
- კინგ კერტისი – საქსოფონი (4, 5)
- ენდი დევისი - აკუსტიკური გიტარა (6, 10)
- ტომ ევანსი – აკუსტიკური გიტარა (3, 5)
- The Flux Fiddlers - სიმებიანი ინსტრუმენტები
- ჯიმ გორდონი – დასარტყამი ინსტრუმენტები (4)
- ჯორჯ ჰარისონი – ელექტრონული გიტარა (6, 7), სლაიდ გიტარა (5, 8) დობრო (2)
- ნიკი ჰოპკინსი – ფორტეპიანო (2, 3, 5, 6, 7, 9, 10), ელექტრონული ფორტეპიანო (8)
- ჯიმ კელტნერი – დასარტყამი ინსტრუმენტები (3, 5)
- როდ ლინტონი – აკუსტიკური გიტარა (2, 6, 10)
- ჯოი მოლანი – აკუსტიკური გიტარა (3, 5)
- მაიკლ პინდერი – დაირა (5)
- ფილ სპექტორი – ბექ-ვოკალი (10)
- ჯონ ტუტი – აკუსტიკური გიტარა (2), ფორტეპიანო
- ტედ ტერნერი – აკუსტიკური გიტარა(2)
- კლაუს ვურმანი – ბას გიტარა (ყველა კომპოზიცია)
- ალან უაიტი – დასარტყამი ინსტრუმენტები (1, 6-10) ტიბეტური თეფშები (7), ვიბრაფონი (3)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| წინამორბედი: Every Picture Tells a Story - როდ სტიუარტი |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 30 ოქტომბერი - 12 ნოემბერი 1971 |
შემდეგი: Every Picture Tells a Story - როდ სტიუარტი |
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Allmusic review
- ↑ Robert Christgau review
- ↑ Gerson, Ben (28 October 1971). Imagine. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 12 November 2010.
- ↑ Gary Graff & Daniel Durcholz, MusicHound Rock: The Essential Album Guide, Visible Ink Press (Farmington Hills, MI, 1999), p. 667.