პოლი მკვდარია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"პოლი მკვდარია" — ჯგუფ ბითლზის წევრ პოლ მაკ-კარტნის შესახებ გავრცელებული ჭორების სერია. პირველი ჭორი მუსიკოსის დაღუპვის შესახებ გაჟღერდა 1967 წელს. ითქვა, რომ თითქოს იგი ავტოავარიაში დაიღუპა.[1]

როგორც წესი, საკუთარ თეორიებს ჯგუფის მსმენელები ქმნიან, გამომდინარე სხვადასხვა სიმღერიდან. დიდი როლი უკავია ალბომის ყდებსაც. მაგალითად, Abbey Road-ის ყდაზე მაკ-კარტნი ქუჩაზე ფეხშიშველი გადადის. ამან ვიღაცებს გადააწყვეტინა, თითქოს პოლი ამ დროისათვის აღარ იყო ცოცხალი. ამ ჭორზე საპასუხოდ პოლმა 1993 წლის ცოცხალი ალბომის Paul Is Live ყდაზე შექმნა პაროდია Abbey Road-ის ყდაზე.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Yoakum, Jim. "The Man Who Killed Paul McCartney" Gadfly May/June 2000