მენსტრუაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენსტრუაცია, თვიური (ლათ. mensis – თვე) — საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციური შრის ჩამოფცქვნა სისხლის გამოყოფით მენსტრუალური ციკლის ერთ-ერთ ფაზაში.[1] სქესობრივი ციკლი, რასაც თან ახლავს ყოველთვიური სისხლდენა. მენსტრუალური ციკლი გამოიხატება საკვერცხეების და ქალის სასქესო გზების პერიოდული ცვლილებებით, ფსიქოლოგიურ-ქცევითი რეაქციებით და ა.შ. ქალის ყოველთვიური სისხლის დენა საშვილოსნოდან იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. განასხვავებენ ნაადრევ, შეგვიანებულ და სხვა მენსტრუაციებს.[2] მენსტრუაცია მენსტრუალური ციკლის გარეგანი გამოვლენაა.[3] მენსტრუალური ციკლი — პრიმატების სქესობრივი ციკლი, რასაც თან ახლავს თვიური (მენსტრუაცია). მენსტრუალური ციკლი გამოიხატება საკვერცხეების და მდედრის სასქესო გზების პერიოდული ცვლილებებით, ფსიქოლოგიურქცევითი რეაქციებით და ა.შ. ქალის ყოველთვიური სისხლის დენა საშვილოსნოდან იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და წყდება 40-50 წლის ასაკში.[4]

სქოლიო[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.