ესე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესე (ფრანგ. essai; ინგლ. essay, ცდა, ნარკვევი; ლათ. exigo, ვწონი. პარალელური ფორმებია „ესსე“, „ესეი“, რომელთა დამკვიდრება კონსტანტინე გამსახურდიას სახელს უკავშირდება) — ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტული, ფილოსოფიური, ისტორიული, სამეცნიერო და სხვ.

ჟანრული თავისებურებაა კომპოზიციური თავისუფლება, მკვეთრად გამოხატული ავტორისეული ინდივიდუალობა, სუბიექტივიზმი, საუბრის ფორმა, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათის თხრობა.

ესეს წარმოჩენა უკავშირდება მონტენს (ცდები), თუმცა მისი დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ანტიკურ ავტორთა შემოქმედებაში შეინიშნებოდა.

XVIII საუკუნიდან ესე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ ეგზისტენციალისტებში.

რუსულ ლიტერატურაში ესეს მიმართავდნენ ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა, კ. პაუსტოვსკი და სხვ.

საქართველოში ესეს ფორმის ნაწარმოებები აქვთ ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძეს, კ. გამსახურდიას და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ესე&oldid=2789082“-დან