Sticky Fingers
ვიკიპედიიდან
| Sticky Fingers | ||
| Sticky Fingers | ||
| გამოცემის თარიღი | 23 აპრილი, 1971 | |
| ჩაწერის თარიღი | 1969-1970 | |
| ჟანრი | როკ მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 46 წთ 25 წმ | |
| ლეიბლი/ები | Atlantic | |
| პროდიუსერ(ებ)ი | ჯიმი მილერი | |
| ქრონოლოგია: როლინგ სტოუნზი | ||
|---|---|---|
| Get Yer Ya-Ya's Out! The Rolling Stones in Concert (1970) |
Sticky Fingers (1971) |
Exile on Main St. (1972) |
| ალბომის განსხვავებული ყდა | ||
| ალბომის ესპანური გამოცემის ყდა | ||
Sticky Fingers არის ჯგუფ როლინგ სტოუნზის 1971 წლის სტუდიური ალბომი.
[რედაქტირება] ჩაწერა
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ალბომისათვის სიმღერების ჩაწერა 1970 წლის მარტში დაიწყო, მანამდე ჯგუფს უკვე ჰქონდა რამდენიმე სიმღერა. ეს ეხება, მაგალითად, სიმღერას "Sister Morphine". Sticky Fingers-ის მასალის უმეტესობა ჩაწერილი იქნა ჯგუფის პორტატული სტუდიის მეშვეობით. ამასთან, უკვე დაიწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც მოგვიანებით მოხვდა დისკში Exile on Main St..
ლეიბლებთან Decca/London კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯგუფი აბსოლუტურად თავისუფალი იყო და შეეძლო ალბომში ნებისმიერი მასალის ან მისთვის ნებისმიერი ყდის დამზადება. თუმცა, საავტორო უფლებები მათ სიმღერებზე, სინგლით "Come On" დაწყებული და ალბომით Get Yer Ya-Ya's Out! The Rolling Stones in Concert დამთავრებული ყოფილ მენეჯერს ალენ კლაინს დარჩა და ჯგუფი მასზე ნაწყენი იყო წლების განმავლობაში.
თუმცა, Decca-მ განაცხადა, რომ როლინგ სტოუნზმა მათ ლეიბლზე კიდევ ერთი სინგლი უნდა გამოუშვას, ჯგუფმა შესთავაზა რადიკალური სიმღერა "Cocksucker Blues". რადიკალური ტექსტის გამო კომპანიამ უარი თქვა მის გამოცემასზე, ამიტომაც გამოუშვა "Street Fighting Man". ამასთან, კლაინს საავტორო უფლებები აკავშირებდა მომავალი ალბომის სიმღერებთან "Brown Sugar" და "Wild Horses".
Sticky Fingers, შეიძლება ითქვას, არის ჯგუფის ნარკოტიკებით გაჟღენთილი ყველაზე ცნობილი ალბომი, რადგანაც ჯგუფი აქტიურად ერთობოდა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით.
ალბომის გამოსვლის წინ გამოჩნდა სინგლი "Brown Sugar", რომელიც იქცა #1 ჰიტად აშშ-ში და #2 ჰიტად ბრიტანეთში. თავად ალბომი იქცა ჯგუფის ერთ-ერთ გაყიდვად ნამუშევრად, ისევე როგორც კიდევ ერთი სინგლი, "Wild Horses".
[რედაქტირება] ყდა
ორიგინალურ ფირფიტაზე დამაგრებული იყო ნამდვილი ელვა-შესაკრავი, რომლის იდეაც ენდი უორჰოლს მოუვიდა აზრად. ფოტოზე გამოსახულია უორჰოლის დამხმარე ჯედ ჯონსონი.
[რედაქტირება] სიმღერები
- "Brown Sugar" – 3 წთ 50 წმ
- "Sway" – 3 წთ 52 წმ
- "Wild Horses" – 5 წთ 44 წმ
- "Can't You Hear Me Knocking" – 7 წთ 15 წმ
- "You Gotta Move" – 2 წთ 34 წმ
- "Bitch" – 3 წთ 37 წმ
- "I Got the Blues" – 3 წთ 54 წმ
- "Sister Morphine" – 5 წთ 34 წმ
- "Dead Flowers" – 4 წთ 05 წმ
- "Moonlight Mile" – 5 წთ 56 წმ

