Their Satanic Majesties Request

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Their Satanic Majesties Request
სტუდიური ალბომი - როლინგ სტოუნზი
გამოცემის თარიღი 8 დეკემბერი 1967 (ბრიტანეთი)
9 დეკემბერი 1967 (აშშ)
ჩაწერის თარიღი 9 თებერვალი - 23 ოქტომბერი 1967
სტუდია Olympic, ლონდონი, ინგლისი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 44:06
ლეიბლი Decca/ABKCO (ბრიტანეთი)
London/ABKCO (აშშ)
პროდიუსერი როლინგ სტოუნზი
როლინგ სტოუნზი - ქრონოლოგია
Between the Buttons
(1967, აშშ)
Their Satanic Majesties Request
(1967)
Beggars Banquet
(1968)
სინგლები ალბომიდან Their Satanic Majesties Request
  1. In Another Land/The Lantern
    გამოვიდა: 2 დეკემბერი 1967
  2. She's a Rainbow/2000 Light Years from Home
    გამოვიდა: 23 დეკემბერი 1967
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars [1] სტერეო ვერსია
Allmusic 4.5/5 stars [2] მონო ვერსია
რობერტ კრისტგოუ B+ [3]
Rolling Stone 4/5 stars [4]

Their Satanic Majesties Request — ჯგუფ როლინგ სტოუნზის 1967 წლის სტუდიური ალბომი. სახელწოდება არის ფრაზის Her Britannic Majesty requests and requires... შეცვლილი ვერსია. ეს ფრაზა ბრიტანულ პასპორტში წერია.

ალბომი[რედაქტირება]

დისკის Between the Buttons შემდეგ დიდი ხნის პაუზა ჩამოვარდა. სანამ Their Satanic Majesties Request გამოვიდოდა, ჯგუფმა რამდენიმე თვე სასამართლო გარჩევებსა და პოლიციის განყოფილებებში გაატარა.

ალბომის გამოსვლა დაემთხვა ბრიტანეთში ფსიქოდელიური როკის პოპულარობას, რასაც ხელს უწყობდა პინკ ფლოიდის გამოჩენაც. ახალი ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #3, ხოლო აშშ ჩარტების - #2 ადგილზე, მაგრამ კომერციულად იგი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მსმენელისათვის ის ფაქტი, რომ როლინგ სტოუნზი ჰიპების კულტურით დაინტერესდა, ოდნავ მიუღებელი აღმოჩნდა და შემდეგი ალბომით კოლექტივი დაუბრუნდა ბლუზს, რომელიც მისთვის უფრო მისაღები სტილი იყო.

1998 წელს გამოიცა ბუტლეგი 8 დისკით ამ ალბომის სტუდიური სესიების ჩანაწერებით.

მიუხედავად თავდაპირველი კომერციული წარუმატებლობისა, წლების განმავლობაში ინტერესმა ამ ალბომის მიმართ იმატა, ხოლო მისმა ჰოლოგრამულმა ყდამ ჯგუფის გამოსახულებით, რომელიც მხოლოდ გრამფირფიტაზე იყო გამოტანილი, საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ყველა დროის ალბომების ყველაზე ორიგინალური ყდების სიაში.

ალბომიდან კონცერტებზე სრულდებოდა მხოლოდ ორი სიმღერა: 2,000 Light-years From Home (1989 წლის აშშ და 1990 წლის ევროპული ტური), და She's a Rainbow (1997-98 წლების ტური Bridges to Babylon).

2002 წლის აგვისტოში ალბომი გამოიცა ახალი რემასტერინგის, გრამფირფიტისა და სუპერ აუდიო დისკის (SACD) სახით, ლეიბლზე ABKCO Records.

შეფუთვა და დიზაინი[რედაქტირება]

ჯგუფის გამოსახულება ვინილის ფირფიტის კონვერტზე სამგანზომილებიანი იყო. მისი ავტორია ფოტოგრაფი მაიკლ კუპერი. კონვერტის აქეთ-იქით დატრიალების შემთხვევაში ჯგუფის წევრების თვალები ერთმანეთისაკენ იხრებოდა, ჯეგერის გამოკლებით. საინტერესოა, რომ გარეკანზე ასევე შეიმჩნევა ბითლზის წევრების სახეები. კომპაქტ-დისკებზე ეს ეფექტები, რა თქმა უნდა, არ იქნა გადმოცემული.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ჯეგერი/რიჩარდსი, გარდა მითითებულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Sing This All Together   3:46
2. Citadel   2:50
3. In Another Land (უაიმენი) 3:15
4. 2000 Man   3:07
5. Sing This All Together (See What Happens)   8:33
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
6. She's a Rainbow   4:35
7. The Lantern   4:24
8. Gomper   5:08
9. 2000 Light Years from Home   4:45
10. On with the Show   3:40

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]