„Sympathy for the Devil“ დაიწერა მიკ ჯეგერისა და კით რიჩარდსის მიერ, თუმცა ძირითადი ავტორი ჯეგერია.[1] მისი სამუშაო სახელწოდება იყო „The Devil Is My Name“ (მე ეშმაკი მქვია). ისევე, როგორც სიმღერის საბოლოო ვერსიაში, მიკ ჯეგერი საუბრობს ლუციფერის სახელით.[2]