სიტარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტარი

სიტარი (ჰინდი: सितार, ბენგალ: সেতার, ურდუ: ستار, სპარს: سی‌تار ) — ინდური მრავალსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი მდიდარი ორკესტრული ხმებით.

სიტარს 7 მთავარი სიმი აქვს. გარდა ამისა, სიტარზე 9-13 რეზონანსური სიმია, რომელთაც ქვიათ ტარაფები (ორკესტრი). რეზონანსული სიმები, მთავარი სიმების გამოძახილზე ქმნიან უნიკალურ ხმას, რაც მას სხვა საკრავებისგან განასხვავებს. ხმა მიიღება სპეციალური მედიატორით, „მიზრაბი“, რომელიც საჩვენებელ თითზე იცმევა.

სახელი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის ბევრი სიმიანi ინსტრუმენტის წინაპარ სპარსულ „სეტარიდან“ მოდის. სიტარი ინდოეთში XIII ს-ში მუსლიმთა გავლენის ძლიერების ხანაში გაჩნდა და დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლო ნათესავი - ტაჯიკური სეტორი, რომელიც სამსიმიანია („სე“ ნიშნავს სამს). თუმცა ინდოეთში ინსტრუმენტი გარდაიქმნა: საშუალო ზომის ხის რეზონატორი ჩაანაცვლეს დიდი გოგრისებრით, გარდა ამისა დაამატეს მეორე გოგრისებრი რეზონატორიც, რომელიც გრიფის თავზეა მიმაგრებული; დეკა მდიდრულად გააფორმეს ვარდის ხითა და სპილოს ძვლით, ხოლო მიმაგრებული წყობები კი ჩაანაცვლეს მეტალის თაღისებრით.

ცნობილი სიტარისტები[რედაქტირება]

სიტარი როკ-მუსიკაში[რედაქტირება]


სიტარი ელექტრონულ მუსიკაში[რედაქტირება]

  • პროდიჯის თრექ „Smack my b**** up-ში“, რომელიც უცხო კომპოზიციიდანაა, არის სიტარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

YouTube-ზე[რედაქტირება]