A Bigger Bang

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A Bigger Bang
სტუდიური ალბომი - როლინგ სტოუნზი
გამოცემის თარიღი 5 სექტემბერი, 2005
ჩაწერის თარიღი სექტემბერი 2004 – ივნისი 2005
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 64:23
ლეიბლი Virgin
პროდიუსერი დონ ვასი და The Glimmer Twins, აგრეთვე მეტ კლიფორდი (Streets of Love)
როლინგ სტოუნზი - ქრონოლოგია
Live Licks
(2004)
A Bigger Bang
(2005)
Rarities 1971-2003
(2005)
სინგლები ალბომიდან A Bigger Bang
  1. Streets of Love/Rough Justice
    გამოვიდა: 22 აგვისტო 2005
  2. Rain Fall Down
    გამოვიდა: 5 დეკემბერი 2005
  3. Biggest Mistake
    გამოვიდა: 21 აგვისტო 2006
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars [1]
Blender 4/5 stars [2]
რობერტ კრისტგოუ A− [3]
PopMatters (5/10) [4]
Q 3/5 stars [5]
Rolling Stone 4.5/5 stars [6]

A Bigger Bang — ჯგუფ როლინგ სტოუნზის 22-ე ბრიტანული და 24-ე ამერიკული სტუდიური ალბომი. ეს არის პირველი სტუდიური ალბომი 1997 წლის ნამუშევრის, Bridges to Babylon შემდეგ. მისი პროდიუსერები არიან დონ ვასი და The Glimmer Twins.

ისტორია[რედაქტირება]

ალბომის ჟღერადობა ჰგავს Some Girls-ის სტილისტიკას, თუმცა გამოიყენება უფრო თანამედროვე რითმები. სიმღერების ნაწილი ჩაიწერა მხოლოდ რიჩარდსის, ჯეგერისა და უოტსის მიერ, ვინაიდან ვუდი დრო და დრო ისვენებდა და მონაწილეობდა მხოლოდ 10 სიმღერის ჩაწერაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრესაში დაიწერა, თითქოს როლინგ სტოუნზი დაუბრუნდა თავის მუსიკალურ საწყისებს, მინიმალური ინსტრუმენტული გაფორმება, უხეში მიქსი და ბლუზური როკის ჰიბრიდი უფრო ახლოს არის თანამედროვე ჯგუფების ჟღერადობასთან.

ალბომს დადებითი შეფასება ხვდა წილად. დისკი აღიარებული იქნა როლინგ სტოუნზის საუკეთესო ნამუშევრად 1981 წლის Tattoo You-ს შემდეგ.

ალბომის პირველი სინგლი, Streets of Love/Rough Justice მოხვდა ბრიტანული სინგლების #15 პოზიციაზე. ამასობაში ალბომი მოხვდა #2 ადგილზე ბრიტანეთში, ხოლო აშშ და საფრანგეთში - #3 პოზიციაზე. თუმცა, მისი კომერციულ წარმატებას ადგილი არ ჰქონია. აშშ-ში მის სინგლებს ასევე არ ხვდა განსაკუთრებული წარმატება. მიუხედავად ყველაფრისა, გაყიდვების მიხედვით მან პლატინის სტატუსი შეიძინა და იმდენივე გაყიდული ასლი შეადგინა, რაც Bridges to Babylon-ის შემთხვევაში. 2006 წლის 31 მარტისათვის, EMI-ს თანახმად, გაიყიდა დისკის 2.4 მილიონი ასლი.

2005 წლის აგვისტოში დაიწყო ჯგუფის საკონცერტო ტური A Bigger Bang Tour. 90 კონცერტისგან შედგენილი ეს ტური იქცა ფენომენად ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში. 2007 წელს მისი კონცერტები გაგრძელდა, ვინაიდან მანამდე კით რიჩარდსი ფიჯიზე სტუმრობისას გადმოვარდა ხიდან. ტურს წერტილი დაესვა 2007 წლის აგვისტოში, ლონდონის O2 დარბაზში.

ალბომზე ჯეგერი რამდენიმე სიმღერაში ბას-გიტარაზე უკრავს (ვინაიდან ხმისჩამწერი სესიების ნაწილი ვუდის გარეშე მიმდინარეობდა).

ჯერ კიდევ სინგლების გამოცემამდე მსმენელებმა ყურადღება მიაქციეს სიმღერას Sweet Neo Con, რომელშიც ჟღერს კრიტიკა ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ზოგადად ამერიკული პოლიტიკური სცენის მისამართით, რამაც სკანდალები გამოიწვია.[7]

ალბომის გამოცემა კომპაქტ-დისკზე ერთდისკიანია, ხოლო ვინილის ფირფიტაზე ორი ფირფიტისგან შედგება.

2009 წელს ლეიბლზე Universal Music Group გამოვიდა დისკის რემასტერინგი. აშშ-ში იგი გამოსცა ლეიბლმა Interscope Records, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში - Polydor Records.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ჯეგერი/რიჩარდსი

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Rough Justice   3:11
2. Let Me Down Slow   4:16
3. It Won't Take Long   3:54
4. Rain Fall Down   4:53
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Streets of Love   5:10
2. Back of My Hand   3:32
3. She Saw Me Coming   3:16
4. Biggest Mistake   4:06
მხარე 3
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. This Place Is Empty   3:12
2. Oh No, Not You Again   3:46
3. Dangerous Beauty   3:48
4. Laugh, I Nearly Died   4:54
მხარე 4
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Sweet Neo Con   4:33
2. Look What the Cat Dragged In   3:57
3. Driving Too Fast   3:56
4. Infamy   3:47
სრული ხანგრძლივობა:
64:23
DVD (სპეციალური გამოცემის დამატება)
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Introduction to A Bigger Bang   10:45
2. Streets of Love (ვიდეო)   4:25
3. Streets of Love (სატელევიზიო გამოსვლა)   4:03
4. Rough Justice (სატელევიზიო გამოსვლა)   3:10
5. Rain Fall Down (რემიქსი)   6:10
6. Under the Radar (დამატება)   4:36
7. Don't Wanna Go Home (დამატება)   3:34
8. Streets of Love (რეჟისორ ჯეიკ ნავას კომენტარით)   4:25

პერსონალი[რედაქტირება]

როლინგ სტოუნზი
  • მიკ ჯეგერი – ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, ჰარმონიკა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, პერკუსია
  • კით რიჩარდსი – გიტარა, ბას გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ვოკალი
  • რონი ვუდი – გიტარები
  • ჩარლი უოტსი – დასარტყმელი საკრავები
სხვა მუსიკოსები

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=A_Bigger_Bang&oldid=2695186“-დან